24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

RIPA-ს რეფერირების საბჭო დოქტორანტებისა და პოსტდოქტორანტებისთვის კვლევის ახალ გარემოს ქმნის

12/17/2020

16 დეკემბერს სტუ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა პროფ. ვილი ჰაუზერის (გერმანია) ლექცია თემაზე „ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტების მართვა. საქართველო - აფხაზეთი“ (ზუუმ ფორმატი).

ღონისძიების მიზანია ახალგაზრდა მკვლევართა მეთოდური დახმარება წარმატებული პრაქტიკის მოდელირებით.

საჯარო მმართველობის პროგრამის დოქტორანტი დ. ყოლბაია და საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტის თანამშრომელი ლ.სისვაძე ჩართულნი არიან სასწავლო-კვლევითი სამეცნიერო ცენტრის (დირექტორი თამაზ მარსაგიშვილი) მიერ განხორციელებულ დოქტორანტების და პოსტდოქტორანტების დარგთაშორისი კვლევების ხელშეწყობის პროგრამაში. მათი კვლევის ინტერესია ეთნოპოლიტიკური კონფლიქტების მართვის პრობლემები და გადაჭრის გზები.

პროფესორი ვილჰელმ ჰაუზერი და დოქტორი თამაზ მარსაგიშვილი RIPA-ს რეფერირების საბჭოს წევრები არიან. მათ კოვიდ-19 პანდემიის პირობებში დოქტორანტებისა და პოსტდოქტორანტებისთვის კვლევის ახალი გარემოს ერთწლიან პროგრამას დაუჭირეს მხარი, რომელიც გულისხმობს კონკრეტული დოქტორანტის კვლევითი პროექტის გარშემო დარგთაშორისი კვლევითი გეგმის შედგენას და მის რეალიზაციას დისპუტების,, ექსპერტთა კრაუდსორსინგის და სხვადასხვა დარგის სპეციალისტთა მეთოდური სემინარების ორგანიზებას,

პროფესორ ვილჰელმ ჰაუზერის ლექციას ესწრებოდნენ სტუ ბიბზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ხელმძღვანელები (რუსუდან ქუთათელაძე, გენადი იაშვილი), სასწავლო კვლევითი სამეცნიერო ცენტრის ადმინისტრაცია, დარგთაშორის კვლევებში ჩართული დოქტორანტები, საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტის დოქტორანტები, საჯარო მმართველობის პროგრამის სტუდენტები, რომლებიც გადიან საგანს: „დემოკრატია და მოქალაქეობა“(სასწავლო პრაქტიკის ფორმატი) - 42 ადამიანი.

პროფ. ვილჰელმ ჰაუზერმა მსმენელებს გააცნო თავისი მოსაზრება კონფლიქტის მოწესრიგებაში სამშვიდობო მოქმედებების, მხარეთა დაახლოების გზებისა და პროცესის მართვაში მეთოდური ცვლილებების შესახებ. ინსტიტუტის დირექტორმა მარიამ ცაცანაშვილმა მადლობა გადუხადა პროფ. ჰაუზერს კოვიდ-19 პანდემიით გადადებული ღონისძიებების პირობებში ახალგაზრდა მკვლევარებისთვის საინტერესო გარემოს შექმნაში მხარდაჭერისა და აქტიური მონაწილეობისთვის.