24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

სტუდენტთა საყურადღებოდ!

12/16/2020

სტუდენტთა  საყურადღებოდ!

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება მიმდინარე წლის 25 დეკემბერს, ელექტრონულ ფორმატში (ონლაინ).

კანდიდატთა რეგისტრაცია საფაკულტეტო საარჩევნო კომისიებში, სტუდენტური თვითმმართველობის დებულების შესაბამისად, 12-დან 18 დეკემბრის ჩათვლით წარიმართება.

საბუთების მიღება იწარმოებს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე: 711ა ოთახი, 10-17 სთ.

კანდიდატმა აუცილებელია წარმოადგინოს :    1. პირადობის მოწმობა

                                                                                    2. განაცხადის ფორმა (შევსებული)

                                                                                                3. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ 


p.s. შესაძლებელია საბუთების ელექტრონულად გადმოგზავნა მისამართზე: cesko08@gtu.ge

საკონტაქტო პირი, საარჩევნო კომისიის მდივანი -ბელა გოდერძიშვილი - 599442021 


განცხადების ფორმა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის

სტუდენტური თვითმმართველობის

არჩევნების საარჩევნო კომისიას

ამავე ფაკულტეტის   ____ კურსის, N________________ ჯგუფის

სტუდენტის           ____________________________

(სახელი გვარი)

პირადი # _____________________________

ტელ.: __________________________________

ელ. ფოსტა: ____________________________

 

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 

     გაცნობებთ, რომ სურვილი მაქვს მონაწილეობა მივიღო 2020 წლის 25 დეკემბერს დაგეგმილ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში. საარჩევნო დებულებით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად სათანადო დოკუმენტაციით მოგმართავთ თხოვნით რეგისტრაციაში გამატაროთ როგორც საარჩევნო სუბიექტი.

     განცხადებას დანართის სახით თან ერთვის სათანადო დოკუმენტაცია.  

 

 

ხელმოწერა:                                                          

თარიღი:


განცხადების ფორმა