24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

განცხადება !

12/10/2020

განცხადება

სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების შესახებ

 

“უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის და სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების მე-20 მუხლის თანახმად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საბჭო აცხადებს კონკურსს ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად:

 ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი (მის: კოსტავას ქ. N77, მე-6 სასწავლო კორპუსი, მე-7 სართული, ოთახი N711, საკონტაქტო პირის (საარჩევნო კომისიის მდივანი) ტელეფონის N 599 44 20 21)

 დეკანის თანამდებობდაზე შეიძლება აირჩეს უნივერსიტეტის ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.

კანდიდატებმა განცხადება უნდა წარადგინონ ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში. განცხადებას თან უნდა დაერთოს:

 ა) განცხადება ფაკულტეტის საბჭოს სახელზე;

ბ) ცნობა დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ;

გ) სამოქმედო გეგმა;

დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე) ავტობიოგრაფია (CV), გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების მითითებით;

ვ) ცნობა ნასამართლობის შესახებ/სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა;

ზ) ცნობა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;

თ) 2 ფოტოსურათი,ზომით 3X4-ზე.

კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2021 წლის 18 იანვარს და დასრულდება იმავე წლის 1 თებერვალს, განცხადებების მიღება იწარმოებს ყოველ დღე, დასვენებისა და უქმე დღეების გარდა, 10 საათიდან 17 საათამდე, შესაბამისი ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში, ზემოთ მითითებულ მისამართებზე.

2021 წლის 5 თებერვალს მოხდება კანდიდატთა მიერ სამოქმედო პროგრამის საჯაროდ წარდგენა ფაკულტეტის საბჭოში.  არჩევნები ჩატარდება 2021 წლის 8 თებერვალს.

 არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვება პირი, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება შეზღუდული აქვს მოქმედი კანონმდებლობით. 

 65 წლისა და მეტი ასაკის  პირის მიერ დეკანის თანამდებობის დაკავების საკითხს ინდივიდუალურად წყვეტს აკადემიური საბჭო, ამ საკითხზე აკადემიურ საბჭოს დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს განცხადებით (განცხადების წარდგენის ვადა - 2020 წლის 25 დეკემბერი, 10 საათიდან 17 საათამდე, სტუ-ს კანცელარია, მის: კოსტავას ქ. #77, ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართული, ოთახი N 241 ).

 არჩევნები ჩატარდება „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ“ საუნივერსიტეტო დებულების შესაბამისად.