24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში „Stipendium Hungaricum 2021-2022"

12/01/2020

გიგზავნით ინფორმაციას „Stipendium Hungaricum 2021-2022" უნგრეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამის შესახებ

https://gtu.ge/Suss/Programms/?ELEMENT_ID=15965

ცხადდება კონკურსი უნგრეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამაზე „Stipendium Hungaricum 2021-2022", რომელსაც ახორციელებენ უნგრეთის მხრიდან - ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდი და საქართველოს მხრიდან - სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი.
პროგრამით გათვალისწინებულია საქართველოს 80 მოქალაქის დაფინანსება უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, შემდეგ აკადემიურ საფეხურებზე:
  • ბაკალავრიატი - არაუმეტეს 30
  • მაგისტრატურა - არაუმეტეს 30
  • დოქტორანტურა - არაუმეტეს 10
  • ინტეგრირებული ხუთწლიანი მაგისტრატურა (OTM) – არაუმეტეს 5
  • 3-10 თვის ხანგრძლივობის ტრენინგ კურსები - 5 (განხორციელდება 2022-2023 სასწ. წლისთვის)
სასწავლო პროგრამის პირველ წელს სტიპენდიატებმა (გარდა დოქტორანტებისა) უნდა გაიარონ მიმღები უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული უნგრული ენის შემსწავლელი კურსი „Hungarian as foreign language” და ჩააბარონ გამოცდა მეორე სემესტრის დასრულებისას (წესი არ ეხებათ უნგრულენოვან პროგრამაზე ჩარიცხულ სტიპენდიატებს).

დეტალური ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამასთან დაკავშირებით, მათ შორის უნივერსიტეტებისა და პროგრამების ჩამონათვალი და COVID-19 დაკავშირებულ ყველა სიახლის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.

საკონკურსო მოთხოვნებისა და წარმოსადგენი დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაცია საბაკალავრო, სამაგისტრო, ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამებით დაინტერესებულთათვის და სადოქტორო პროგრამებით დაინტერესებულთათვის ხელმისაწვდომია ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის ვებგვერდზე.

ელექტრონული განაცხადის შევსება და დოკუმენტაციის ატვირთვა წარმოებს ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის და განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდებზე, თბილისის დროით 2021 წლის 16 იანვრის 02:59 საათამდე.

მეტი დეტალური ინფორმაცია „Stipendium Hungaricum 2021-2022" უნგრეთის მთავრობის სტიპენდიების პროგრამის შესახებ იხილეთ აქ.  



პატივისცემით,
--

საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ტელ/ფაქსი: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge

International Relations and Standards Office

Georgian Technical University

Tel / Fax: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge