24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ონლაინ კონფერენცია-დისკუსია

11/26/2020

მოგესალმებით,

თბილისის ღია უნივერსიტეტისა და არასამთავრობო ორგანიზაციის „მწვანე ბიზნესის ასოციაცია“ ინიციატივით, ასევე შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერილი პროექტის „მწვანე ბიზნესი“ ხელმძღვანელის, თბილისის ღია უნივერსიტეტის პროფესორის რუსუდან კვარაცხელიას ორგანიზებით  პირველად საქართველოში ტარდება კონფერენცია „მწვანე ბიზნესი“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბიზნესის ადმინისტრირების, აგრარული და სამედიცინო ფაკულტეტების პროფესორები და სტუდენტები. კონფერენციის მიზანია შესაბამის თემატიკაზე მოხსენებების საფუძველზე, აღნიშნული სპეციალობის სტუდენტებმა დისკუსიის ფორმატში გაცვალონ ინფორმაციები, ბიზნესის მართვის, სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში. კონფერენციის შედეგად მიიღწევა რამდენიმე შედეგი:

·         უნივერსიტეტების ინტეგრაცია;

·         სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტების ინტეგრაცია;

·         თანამშრომლობის გაღრმავება;

·         აგრარული ბიზნესის დასაწყებად ერთობლივი კომპანიების ჩამოყალიბების მოტივაცია;

·         ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქტების წარმოების ხელშეწყობა ჯანდაცვის პრინციპების გათვალისწინებით;

·         ფიტნესისა და ჯანსაღი კვების სფეროში არსებული ბიზნესის მართვის თავისებურებების გაცნობა;

·         ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი საკითხების, ბიოსტანდარტების მნიშვნელობის პოპულარიზაცია საზოგადოებაში.


კონფერენცია ჩატარდება 27-28 ნოემბერს, 12 საათიდან 15 საათამდე, ზუმის მეშვეობით.შეხვედრის ლინკი გადმოეგზავნებათ მონაწილეებს 26 ნოემბერს საღამოს.

მსურველებმა, რეგისტრაცია უნდა გაიარონ  შემდეგ მისამართზე:    https://bit.ly/2KtvTlq

 დამატებით ინფორმაციას  შეგიძლიათ გაეცანით მითითებულ ლინკზე https://www.facebook.com/events/671603793728184 .

ველი თქვენს გამოხმაურებას 

გისურვებთ ჯანმრთელობას,


პატივისცემით,

--
Irina Margishvili Director of International Projects.

University Street #2,
Tbilisi, Georgia
Phone:  +995  555966644
Email: i.margishvili@openuni.edu.ge
Web: www.openuni.edu.ge