24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტის ონლაინ სასწავლო კურსები სტუდენტებისთვის

11/14/2020

მოგესალმებით,

გიგზავნით ინფორმაციას ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტის (University of Hradec Králové - UHK)  ონლაინ სასწავლო კურსების შესახებ 2020/21 სასწავლოწლის საზაფხულო სემესტრისათვის

https://gtu.ge/Suss/Programms/?ELEMENT_ID=15853

ჩეხეთის რესპუბლიკის ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტი (University of Hradec Králové - UHK) აცხადებს ონლაინ სასწავლო კურსებს სტუდენტებისთვის, ფილოსოფიის ფაკულტეტზე, 2020/2021 აკადემიურ წლის საზაფხულო სემესტრისათვის.

პროგრამა გრძელდება 1 სემესტრის განმავლობაში (2021 წლის 8 თებერვლიდან - 2021 წლის 30 ივნისამდე), უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე.

სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე. სასწავლო კურსი მოიცავს საკითხებს ისეთი სამეცნიერო მიმართულებებიდან, როგორიცაა არქეოლოგია, არქივთმცოდნეობა, პოლიტიკური მეცნიერებები, ისტორია, სოციოლოგია და სოციალური მუშაობა.

ფილოსოფიის ფაკულტეტი სტუდენტებს სთავაზობს შემდეგ ონლაინ საგანმანათლებლო კურსებს:
  • არქეოლოგია
  • არქივთმცოდნეობა
  • ისტორია
  • პოლიტიკური მეცნიერებები
  • სოციოლოგია
  • სოციალური მუშაობა
კრედიტების რაოდენობა შეზღუდული არაა და სტუდენტებს შეუძლიათ აარჩიონ კურსები ყველა სასწავლო მიმართულებიდან.

დოკუმენტები კონკურსში მონაწილეობისათვის:
  • პირადობის მოწმობის /პასპორტის ასლი
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (ინგლისურ ენაზე) 
  • EUROPASS CV (ინგლისურენაზე) 
  • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე) 
  • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე) 
  • შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (ინგლისურ ენაზე)
  • სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე) 
  • ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში) 
  • ბოლოს მიღებული უმაღლესი განათლების საფეხურის დიპლომი და დანართი (ინგლისურ ენაზე) (არსებობის შემთხვევაში)
კანდიდატს მოეთხოვება ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე.

დაინტერესებულმა სტუდენტებმა პასპორტის ასლი უნდა გადააგზავნონ ელ-ფოსტაზე: tomas.hercik@uhk.cz და, ასევე, წარმოადგინონ სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურში, ფოსტაზე: erasmusplus@gtu.ge
რეგისტრაციის გავლის ბოლო ვადაა 11.12.2020.

სასწავლო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე

პატივისცემით, 
--

საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ტელ/ფაქსი: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge

International Relations and Standards Office

Georgian Technical University

Tel / Fax: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge