24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ერაზმუს+ (Erasmus+) აქტივობები გაგრძელდება

10/06/2020


მოგესალმებით, პატივცემულო კოლეგებო,

გვინდა, გაცნობოთ, რომ კორონავირუსის გამო მსოფლიოში შექმნილი ვითარების მიუხედავად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ერაზმუს+ (Erasmus+) აქტივობები გაგრძელდება. ინფორმაცია სტუ-ში მიმდინარე კონკურსის შესახებ და მიმღები უნივერსიტეტების ჩამონათვალი, როგორც ყოველთვის, გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე: https://gtu.ge/erasmus+.php

საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური უზრუნველყოფს დაინტერესებული კონკურსანტებისთვის სააპლიკაციო პროცედურებთან დაკავშირებულ ინტენსიურ კონსულტაციებს საინფორმაციო შეხვედრების (ჯგუფური, პერსონალური), სოციალური ქსელების, ელ.ფოსტის მეშვეობით.

კორონავირუსის COVID-19 გავრცელების საშიშროების გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, საჯარო შეხვედრები და კონსულტაციები ამ ეტაპზე შეჩერებულია. კონკურსის გამოცხადებისთანავე ონლაინრეჟიმში დაიწყება კონსულტაციები, მანამდე კი გთხოვთ, გაეცნოთ ქვემოთ წარმოდგენილ ინფორმაციას (იხილეთ თანდართული ფაილი) და დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მოგვმართოთ (საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური).


პატივისცემით,

-- 

საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ტელ/ფაქსი: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge

International Relations and Standards Office

Georgian Technical University

Tel / Fax: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge


ინფო-ერაზმუს+ მობილობა