24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

იუნესკოს განზრახულობა

09/18/2020

მოგესალმებით,

გაცნობებთ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2020 წლის 16 სექტემბერს შემოვიდა კორესპონდენცია (MES 6 20 0000846939), რომელიც შეეხება იუნესკოს განზრახულობას, მიიღოს მონაწილეობა ღირსშესანიშნავი ისტორიული მოვლენებისა თუ გამოჩენილი პირების იუბილეების აღნიშვნაში.


ამასთან დაკავშირებით, იუნესკო მოგვმართვს თხოვნით, მივაწოდოთ იმ ღირსშესანიშნავი თარიღების ჩამონათვალი (მაქსიმუმ ორი ნომინაცია, საიდანაც ერთში გათვალისწინებული იქნება გენდერული ბალანსი), რომელთა აღნიშვნაში იუნესკომ შესაძლებელია მიიღოს მონაწილეობა 2022-2023 წლებში.


იმისათვის, რომ იუნესკომ განსახილველად წარმოდგენილი თარიღები აღიაროს საყოველთაო მნიშვნელობის დღესასწაულად, ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ ძირითად კრიტერიუმებს:  

·         შემოთავაზება უნდა იყოს მინიმუმ რეგიონალური მნიშვნელობის, ემთხვეოდეს იუნესკოს პრიორიტეტებს და უნდა უწყობდეს ხელს ტოლერანტობის, მშვიდობის იდეალებისა და კულტურული დიალოგის განმტკიცებას;  

·         იუბილე უნდა წარმოადგენდეს 50 ან 100 წლისთავს, ან შეესაბამებოდეს ორმოცდაათზე ჯერად თარიღს.

დამატებითი ინფორმაცია პროგრამასთან დაკავშირებით განთავსებულია ვებ-გვერდზე http://www.unesco.org/new/en/member-states/anniversaries/

გიგზავნით კორესპონდეციას თანდართულ დანართებთან ერთად.

გთხოვთ, განიხილოთ თქვენი კომპეტენციის ფარგლებში და მოგვაწოდოთ თქვენი მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით არაუგვიანეს მიმდინარე წლის 15 ოქტომბრისა.

პატივისცემით,


--

საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ტელ/ფაქსი: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge

International Relations and Standards Office

Georgian Technical University

Tel / Fax: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge


იუნესკო განათლების სამინისტროს წერილი

იუნესკო სააპლიკაციო ფორმა

 იუნესკო საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი