24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა - შემოდგომის ნაკადი

08/21/2020

გაცნობებთ, რომ საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-13 ნაკადს. სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, სტაჟიორობის კანდიდატმა განაცხადოს წერილობითი თანხმობა სტაჟირების კონკრეტულ ნაკადში მონაწილეობის თაობაზე შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ბიუროს მიერ სტაჟირების რეგისტრაციის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი თვისა.

გთხოვთ, მიმდინარე წლის 24 აგვისტოდან 24 სექტემბრის ჩათვლით უზრუნველყოთ სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისათვის აუცილებელი თანხმობის ფორმის ხელმისაწვდომობა (დანართი 1).

შეგახსენებთ, რომ ახალი კორონა ვირუსის (Covid-19) გამო ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სტაჟირების სახლმწიფო პროგრამის გაზაფხულის ნაკადზე მიღება ვერ განხორციელდა.  თუმცა, სსიპ-საჯარო სამსახურის ბიუროს გადაწყვეტილებით, იმ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, რომლებმაც უკვე გამოხატეს თანხმობა, შეუნარჩუნდათ უფლება მიიღონ მონაწილეობა უკვე შემოდგომის ნაკადში და გაიარონ აქტივაცია, რეგისტრაცია და აირჩიონ სტაჟირების ვაკანსია.

გთხოვთ, მიმდინარე წლის 30 სექტემბრამდე დანართი 2-ის შესაბამისად, გაერთიანებული სახით, მოგვაწოდოთ ინფორმაცია იმ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა შესახებ, რომელთაც განაცხადეს თანხმობა სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე, როგორც გაზაფხულის ნაკადის, ისე შემოდგომის ნაკადის ფარგლებში, არიან თქვენი ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტები, გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ „B (81-90%) ძალიან კარგი); აგრეთვე, იმ პირთა მონაცემები, რომლებმაც დაასრულეს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა ზემოხსენებული აკადემიური მოსწრებით, მათ მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის 2 წელიწადზე მეტი და განაცხადეს წერილობითი თანხმობა სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით. ბოლო პირობა (საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის 2 წელიწადზე მეტი) არ ეხებათ იმ კურსდამთავრებულებს, რომელთაც განაცხადეს წერილობითი თანხმობა სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე გაზაფხულის ნაკადის ფარგლებში.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს, სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ცხელ ხაზს (+995 32) 2197755.

 

დანართი 1 თანხმობის ფორმა

დანართი 2 1 (excel) დოკუმენტი


პატივისცემით,


საჯარო სამსახურის ბიურო