24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

სტუდენტების საყურადღებოდ! ინფორმაცია დასკვნითი გამოცდების ჩატარების შესახებ

07/20/2020


საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სწავლების სამივე საფეხურს სტუდენტებისთვის, დასკვნითი (ფინალური) გამოცდები 2020 წლის 20 ივლისიდან  1 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის გადაწყვეტილებით, სტუ-ის სწავლების დეპარტამენტმა ოპტიმალური საგამოცდო ფორმატი შეიმუშავა. შესაბამისად, სტუდენტებს ამჯერადაც მიეცემათ შესაძლებლობა გააკეთონ არჩევანი და დასკვნითი გამოცდები მათთვის მისაღები ფორმატით ჩააბარონ: დისტანციურად (ონლაინ რეჟიმში), ან აუდიტორიასა და სტუ-ის საგამოცდო კომპიუტერულ ცენტრში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: თითოეულ სასწავლო კურსში (საგანი) დასკვნითი გამოცდა ჩაბარებულად რომ ჩაითვალოს, სტუდენტმა უნდა გადალახოს დასკვნითი გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, რომელიც ასეა განსაზღვრული: 

ბაკალავრებისთვის - 10 ქულა 

მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის - 20 ქულა.  


საგამოცდო ცხრილის მოძიება, ფაკულტეტების მიხედვით, შესაძლებელია ბმულზე:
დასკვნითი  გამოცდების ცხრილი

დასკვნითი გამოცდების ცხრილის ბმული, ფაკულტეტების მიხედვით, განთავსებულია:
საუნივერსიტეტო პლატფორმებზე: elearning.gtu.ge და testing.gtu.ge 
სტუ-ის ოფიციალურ ვებგვერდზე რუბრიკაში - „აკადემიური მოსწრება“ - https://leqtori.gtu.ge
სტუ-ის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე  - https://www.facebook.com/gtu.ge/

საგამოცდო პროცესის შეფერხების გარეშე ჩატარების მიზნით, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ფაკულტეტების მიხედვით განთავსებულ საგამოცდო ცხრილებს და წინასწარ გადაამოწმოთ, რომელ პლატფორმაზე (elearning.gtu.ge ან testing.gtu.ge ) ტარდება კონკრეტული სასწავლო კურსის შესაბამისი გამოცდა.  

გთხოვთ, 20 ივლისამდე, თქვენი მომხმარებლის სახელითა და პაროლით, აუცილებლად შეხვიდეთ elearning.gtu.ge-ზე და testing.gtu.ge-ზე და გადაამოწმოთ, ასახულია თუ არა ყველა სასწავლო კურსი, რომელიც მიმდინარე სემესტრში სასწავლო ხელშეკრულებით (პროგრამით) არის გათვალისწინებული.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენს ინდივიდუალურ გვერდზე რომელიმე სასწავლო კურსი არ არის ასახული, ან ვერ ახერხებთ სისტემასთან წვდომას, ან სხვა პრობლემას აწყდებით, დაუყოვნებლივ უნდა ეწვიოთ ბმულს -  ფორმა! და შეავსოთ.   

სტუდენტებს, რომელთაც არ ექნებათ წვდომა ინტერნეტთან და ცხრილის მიხედვით, დასკვნითი გამოცდის ჩაბარება უწევთ პლატფორმაზე elearning.gtu.ge , შესაძლებლობა ეძლევათ გამოცდები ჩააბარონ ლექტორთან, ცხრილში მითითებულ დროსა და  აუდიტორიაში.

სტუდენტებს, რომელთაც არ ექნებათ წვდომა ინტერნეტთან და ცხრილის მიხედვით, დასკვნითი გამოცდის ჩაბარება უწევთ პლატფორმაზე testing.gtu.ge , შეუძლიათ ისარგებლონ სტუ-ის პირველი კორპუსის პირველ სართულზე განთავსებული საგამოცდო ცენტრის კომპიუტერებით.

გაცნობებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია (ინსტრუქცია) განთავსებულია:
საუნივერსიტეტო პლატფორმებზე: elearning.gtu.ge და testing.gtu.ge
სტუ-ის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე - https://www.facebook.com/gtu.ge/

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აუდიტორიებსა და საგამოცდო კომპიუტერულ ცენტრში საგამოცდო პროცესის ჩატარებას საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებითა და პანდემიის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების სრული დაცვით უზრუნველყოფს.

ცნობისათვისდამატებითი გამოცდები 2020 წლის 3 აგვისტოდან 8 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.