24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ონლაინ შეხვედრა პარტნიორ უნივერსიტეტთან

07/09/2020
 

ონლაინ შეხვედრა პარტნიორ უნივერსიტეტთან

მზადდება ზაარბრუკენის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ერთობლივი ინგლისურენოვანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა „საერთაშორისო მენეჯმენტი“.
7 ივლისს გაიმართა რიგით მეორე ონლაინ დისკუსია ზაარბრუკენის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორებსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორებს შორის, სადაც განიხილებოდა ახალი პროგრამის შექმნისა და ორმაგი დიპლომის გაცემის გზები.
სატესტოდ იგეგმება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტების ზაარბრუკენის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის ონლაინ ლექციებზე დასწრება 2020 წლის შემოდგომიდან და მათთვის შესაბამისი კრედიტებისა ან სერტიფიკატის გაცემა.
დამატებითი დეტალები განიხილება უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფისა და საერთაშორისო ურთიერთობების და სტანდარტების სამსახურთან.