24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია

06/26/2020

ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია - „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“

2020 წლის 26 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე მუშაობას შეუდგა IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მიღება შესაძლებელი იყო როგორც ელექტრონული პორტალის „Zoom”-ის სისტემის გამოყენებით, ისე სააუდიტორიო სივრცეში.
კონფერენციის ფარგლებში მუშაობდა 5 სექცია. „მენეჯმენტისა და მარკეტინგის განვითარების თანამედროვე ტენდენციები და პერსპექტივები“, „ფინანსების, საბანკო საქმის, საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის აქტუალური პრობლემები“, „ეკონომიკა, ეკონომეტრიკა, აგრობიზნესი და სტატისტიკა განვითარების თანამედროვე ეტაპზე“, „საჯარო და ელექტრონული მმართველობის თანამედროვე გამოწვევები“, „ტურიზმის თანამედროვე გამოწვევბი და პერსპექტივები“.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს და უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა. „Zoom”-ის გამოყენებით ჩაგვერთო ბევრი მონაწილე, მათ შორის პარიზის ბიზნეს სკოლის პროფესორი ჩვენი თანამემამულე ნინო თანდილაშვილი-სალანი. უნგრეთის პანონის უნივერსიტეტის პროფესორები - ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი ბიეტა ფეჰერვოლგვი და ვიქტორია ცუპონი.
წარმოდგენილი იქნა საინტერესო ანალიტიკური თემები პანდემიური და პოსტპანდემიური თვალთახედვით, რამაც პრაქტიკულად გახსნა ახალი დისკუსია, რომელიც გაცდება მხოლოდ საკონფერენციო ფორმატს და იქნება საინტერესო ქეისები ჩვენს შემდგომ სასწავლო პროცესში. მსჯელობა გაიმართა კონკრეტულ საკითხებზე: კერძოდ, სასტუმრო ბიზნესის და ტურიზმის დღევანდელ გამოწვევებზე და მასთან დაკავშირებულ სამთავრობო ღონისძიებების დროულობასა და აქტუალურობაზე, ადამიანური რესურსების მართვის პრობლემებზე ადგილობრივ თვითმმართველობაში, პროფესიული განათლების სისტემაზე, გენდერულ საკითხებზე და მრავალი სხვა. აღსანიშნავია, რომ თითოეულ თემასთან დაკავშირებით იმართებოდა დებატები, რამაც გაზარდა კონფერენციის მიზნიდან გამომდინარე შედეგები.
საერთაშორისო კონფერენცია „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“ ყოველწლიურად იმართება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე. მაისის თვეში, შარშან პროფესორები გვეწვია გერმანიიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან, იტალიიდან, საბერძნეთიდან, თურქეთიდან, უნგრეთიდან. წელს, მიუხედავად დიდი სურვილისა, მსოფლიოში შექმნილი პანდემიის გამო ვერ მოხერხდა საქართველოში მათი ჩამობრძანება.

ინფორმაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე ჩატარებული კონფერენციის შესახებ გავრცელდა პრესაში