24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

წიგნის თარგმნის პროგრამა 2020

03/18/2020



წიგნის თარგმნის პროგრამა 2020

დედლაინები: 20 მარტი, 2020

22 მაისი, 2020

 

აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება აცხადებს კონკურსს ამერიკელი ავტორების წიგნის თარგმნის პროგრამაზე. პროგრამის მიზანია ქართველი სტუდენტებისათვის, მკვლევარებისა და დაინტერესებული საზოგადოებისთვის  გაზარდოს უახლეს კვლევებზე, სახელმძღვანელოებსა და თანამედროვე პოპულარულ ლიტერატურაზე ფინანსური და ფიზიკური ხელმისაწვდომობა.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საგამომცემლო სახლებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს. პროგრამის დაფინანსების შემთხვევაში, წიგნის თარგმნის პროექტის ფარგლებში გაიცემა გრანტები შემდეგი მიმართულებით:

 

•        საჯარო პოლიტიკა: ზოგადი საჯარო პოლიტიკა, კიბერ განათლება და კიბერ უსაფრთხოება, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლების მართვის საჯარო პოლიტიკა.

•        მედია: მედია ეთიკა, მედიის მენეჯმენტი, კიბერ განათლება და კიბერ უსაფრთხოება, მასკომუნიკაცია და სხვა დაკავშირებული თემები.

•        საერთაშორისო ურთიერთობები: საგარეო პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები და სხვა დაკავშირებული თემები.

•        სამართალი: საერთაშორისო სამართალი, ინტელექტუალური საკუთრების სამართალი, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და სხვა დაკავშირებული თემები.

•        ეკონომიკა: მეწარმეობა, ბიზნეს ადმინისტრირება, მენეჯმენტი, ეკონომიკა და სხვა დაკავშირებული თემები.

•        მხატვრული ლიტერატურა (განიხილება მხოლოდ  ჩამოთვლილ თემებზე):  სამოქალაქო განათლება, სამოქალაქო საზოგადოება, ეთნიკური, უმცირესობებისა და ქალთა თანასწორობა, კონფლიქტების მოგვარება, გარემო, ინფორმაციის თავისუფლება, ადამიანის უფლებები, საჯარო განათლება და ადვოკატირება, კანონის უზენაესობა.

 

უპირატესობა მიენიჭება უახლეს გამოცემებს;   

მინიმალური მოთხოვნილი ტირაჟი არის 1,000 ცალი. მცირე ტირაჟის განხილვა შესაძლებელია გამონაკლისის სახით საჭიროების დასაბუთების შემთხვევაში.

 

გრანტიორი პასუხისმგებელია მფლობელისგან საავტორო უფლების ნებართვის მოპოვებაზე. ფინალში გადასვლის შემდეგ, აპლიკანტს მოეთხოვება ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი საავტორო უფლების ხელშეკრულების წარდგენა.

 

აპლიკანტს შეუძლია არა უმეტეს ხუთი (5) განაცხადის შემოტანა.

 

სათარგმნად შერჩეული ლიტერატურა არ უნდა იყოს ქართულ ენაზე უკვე გამოცემული. თარგმანი უნდა შესრულდეს ორიგინალი ენიდან.

 

პროგრამა ხორციელდება 50%-იანი თანადაფინანსების საფუძველზე. აღნიშნულ პროექტში სხვა თანადამფინანსებლის არსებობის შემთხვევაში, აპლიკანტმა უნდა წარადგინოს შესაბამისი ორგანიზაციის თანხმობის წერილი (თანხისა და ხარჯების კატეგორიის მითითებით).

 

კოალიციური პროექტის შემთხვევაში განაცხადს უნდა დაერთოს შესაბამისი პარტნიორი ორგანიზაცი(ებ)ის თანხმობის წერილი, პროექტში მათი როლისა და პასუხისმგებლობების მითითებით.

 

ანაცხადი და შეტანის წესები:

 

გთხოვთ, საპროექტო განაცხადი ელექტრონულად გადააგზავნოთ შემდეგ მისამართზე TbilisiGrants@state.gov და სათაურში დაურთოთ პროგრამის სახელწოდება (Book Translation Program). გთხოვთ, გაითავლისწინოთ, რომ 5მბ-ზე დიდი მოცულობის ელ. გზავნილები არ მიიღება. დოკუმენტები უნდა იყოს მხოლოდ Word და PDF ფორმატში. RAR ფორმატი არ მიიღება. განაცხადები მიიღება მხოლოდ მითითებული ვადის ფარგლებში. დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება. პირველადი შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით სააპლიკაციო ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 6 კვირის განმავლობაში. ყველა დოკუმენტი უნდა შეივსოს ინგლისურ ენაზე.

 

სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • SF-424 
  • SF424A 
  • SF424B

·         შევსებული განაცხადის ფორმა

·         მთარგმნელის CV/რეზიუმე (მთარგმნელობითი გამოცდილებისა და ნათარგმნი ნაშრომების მითითებით)

·         საავტორო უფლების მფლობელთან კომუნიკაციის ან/და ხელშეკრულების ასლი

·         თანადაფინანსების თანხმობის წერილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

·         პარტნიორი ორგანიზაციის თანხმობის წერილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

 

https://ge.usembassy.gov/education-culture/grant-programs/book-translation-program-pas/

ზემოთ მოცემულ ბმულზე იხილავთ ყველა ზემოთხსენებულ დოკუმენტს თავისი ინსტრუქციებით ინგლისურ და ქართულ ენზე.

 

პროგრამის კოორდინირება

 

პროგრამას ადმინისტრირებას უწევს აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება.

საგრანტო აპლიკაციასთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ შეკითხვით კოორდინატორებს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: TbilisiGrants@state.gov

 

გთხოვთ, საპროექტიო განაცხადი ელექტრონულად გადააგზავნო შემდეგ მისამართზე TbilisiGrants@state.gov და სათაურში დაურთოთ პროგრამის სახელწოდება (Book Translation Program).

 

პატივისცემით,

ანა

გრანტების მენეჯერი/პროგრამის კოორდინატორი

 

Anna Kharibegashvili|Grants  Manager

Public Affairs Section|US Embassy Tbilisi, Georgia

29 Georgian-American Friendship Ave.|0131, Tbilisi, Georgia

Tel: (995 32) 2 277000 ext. 713

Inline image 2

10 Attachments

1  2  3  4  5  6  7  8  9  10