24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტებს ელექტრონული კომპონენტებით სწავლის პლატფორმით სარგებლობის წესებს სთავაზობს

03/14/2020


საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უკვე გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უნივერსიტეტის სამივე საფეხურის სტუდენტები - ბაკალავრები, მაგისტრანტები და დოქტორანტები, ელექტრონული კომპონენტებით სწავლის პროცესზე გადავლენ.
სტუდენტებისთვის უფრო ნათელი რომ გახდეს, თუ რას გულისხმობს ელექტრონული კომპონენტებით სწავლის პროცესი, სტუ-ის სწავლების დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გთავაზობთ ელექტრონული კომპონენტებით სწავლის სისტემით სარგებლობის აუცილებელ წესებს.
პირველ რიგში, ელექტრონული კომპონენტებით სწავლის პროცესი ითვალისწინებს, მიმდინარე წლის 16 მარტიდან, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სილაბუსებით გათვალისწინებული მასალების სპეციალურად შემნილი ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით მიწოდებას.
შესაბამისად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ელექტრონული კომპონენტებით სწავლის პროცესი წრიმართება ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით.
აღნიშნული პლატფორმის მისამართია: elearning.gtu.ge
ელექტრონული პლატფორმით სარგებლობის წესები სტუდენტებისთვის:

  1. პლატფორმაზე შესვლის შემდეგ, მარჯვენა ზედა კუთხეში უნდა დააჭიროთ ბმულს - Log in
  2. ეკრანზე გამოვა ფანჯარა, სადაც უნდა შეიტანოთ მომხმარებლის სახელი (Username) და პაროლი (Password). მომხმარებლის სახელი და პაროლი ემთხვევა სტუდენტის აკადემიური მოსწრების  ინდივიდუალური გვერდის (სტუდენტის ინდივიდუალური ელექტრონული უწყისი) Username-ს და Password-ს.
  3. პლატფორმაზე იდენტიფიცირების შემდეგ, ეკრანზე გამოვა მთავარი გვერდი, სადაც დატანილია სასწავლო კურსების (ლექციები) ჩამონათვალი, ფაკულტეტების მიხედვით.
  4. სასურველ კურსზე (ლექცია) გადასასვლელად უნდა დააჭიროთ კურსის დასახელებას.
  5. კურსის (ლექცია) ბოლოს განთავსებულია გრაფა „დავალება“ (არსებობის შემთხვევაში), რომლის მეშვეობით სტუდენტს შეუძლია დავალების მიღება, ჩამოტვირთვა და საბოლოოდ, შესრულებული დავალების პლატფორმაზე ატვირთვა.
  6. პლატფორმაზე შესვლა სტუდენტს შეეძლება დღის ნებისმიერ მონაკვეთში.
  7. პლატფორმაზე ფიქსირდება სტუდენტის ნებისმიერი აქტივობა.
  8. პლატფორმაზე მოქმედებს ფორუმი, სადაც სტუდენტს შესაძლებლობა აქვს, დასვას შეკითხვა, რომელსაც გაეცემა პასუხი.
  9. სტუდენტის აკადემიური მოსწრების ინდივიდუალურ გვერდზე (სტუდენტის ინდივიდუალური ელექტრონული უწყისი) შესაბამისი ქულების ასახვა მოხდება სასწავლო პროცესის სრულად განახლების შემდეგ, პრაქტიკული მეცადინეობებისა და ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარების შემდეგ, მე-2 სემესტრის განმავლობაში.  
ელექტრონული კომპონენტებით სწავლის სპეციალურ პლატფორმაზე ინტეგრირებისა და პლატფორმით სარგებლობის შესახებ ინფორმაციას ტექნიკური უნივერსიტეტი, დამატებით, ვიდეორგოლების სახითაც გაავრცელებს.