24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ტრენინგი

03/05/2020

2020 წლის 27-28 თებერვალს, სტუ-ს ინოვაციების ცენტრისა და პროფესიული განვითარების ცენტრის თანამშრომლობით, ჩატარდა ინოვაციური პედაგოგიკის განვითარების ტრენინგკურსი: „შებრუნებული საკლასო ოთახი“- ს (Active Learning in the Flipped Classroom) მეთოდი და ღია საგანმანათლებლო რესურსები (OER) ინოვაციურ პედაგოგიკაში“. ტრენინგი მიზნად ისახავდა სტუ-ში ინოვაციური პედაგოგიკის პოპულარიზაციასა და განვითარებას, სწავლა/სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვის წახალისებას და ამგვარად, პროფესორ მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისათვის დამატებითი შესაძლებლობების შეთავაზებას.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული სხვადასხვა სახის ჯგუფურ თუ ინდივიდუალურ აქტივობებში. ტრენინგკურსის ფარგლებში ისინი გაეცნენ ინოვაციური პედაგოგიკისათვის და აქტიური სწავლებისათვის მნიშვნელოვან საკითხებს თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს, მაგალითად, აქტიური სწავლების სტრატეგიებს, აუდიტორიასთან ინტერაქციული კონტაქტის დამყარების სისტემას sli.do-ს; ღია განათლების არსს, მნიშვნელობასა და როლს; ასევე ღია საგანმანათლებლო რესურსების რაობას, მნიშვნელობას, ძლიერ და სუსტ მხარეებს შესაძლებლობებს და ა.შ; ღია საგანმანათლებლო რესურსების შექმნის პრინციპებსა და ღია ლიცენზიის, კერძოდ “Creative Commoms” –ს ფუნქციასა და ნიშნებს. ტრენინგის ფარგლებში განხორციელდა არაერთი აქტივობა, ტრენინგის დასასრულს კი მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.