English |
Русский |
დეპარტამენტები
ძებნა |
საიტის რუკა |
კონტაქტი
24 თებერვალს ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკას სტუმრობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ოთარ ბაღათურია, რომელმაც 1921 წლის რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიაზე ისაუბრა. შეხვედრას ესწრებოდნენ ხარაგაულის საჯარო სკოლების პედაგოგები, მოსწავლეები და თემით დაინტერესებული სხვადასხვა პროფესის ადამიანები. შეხვედრა წარიმართა დისკუსიის რეჟიმში, რომელშიც აქტიურად ჩაერთო დამსწრე საზოგადოება.