24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

სპეციალური სტიპენდია !

02/12/2020

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტისა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სპეციალური სტიპენდია ქართული საჯარო ან არასამთავრობო სექტორის ინოვატორი მენეჯერისთვის

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან პარტნიორობით აცხადებს სტიპენდიას გამორჩეული საჯარო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე უმაღლესი რგოლის მენეჯერებისთვის (CEU Executive MBA).  

კონკურსის გამარჯვებული მიიღებს უმაღლესი რგოლის მენეჯერებისთვის განკუთვნილი ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის (CEU Executive MBA) ღირებულების - 25000 ევროს 95%-მდე დაფინანსებას.  სტიპენდია გაიცემა არასამთავრობო ან საჯარო სექტორში მომუშავე ერთი მენეჯერისთვის (მათ შორის ცენტრალურ და ადგილობრივ/მუნიციპალურ ხელისუფლებაში, საჯარო სკოლებსა და უნივერსიტეტებში, სამედიცინო ან კულტურის დაწესებულებებში მომუშავეთათვის), რომელსაც განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი საჯარო სექტორის ინოვაციის, სამეწარმეო სულისკვეთების განვითარებაში; სარგებლობს პატივისცემით სამოქალაქო და ბიზნეს-წრეებში, გამოირჩევა მაღალი პიროვნული პასუხისმგებლობითა და დემოკრატიული ფასეულობებისადმი პატივისცემით.

აპლიკანტს უნდა გააჩნდეს მინიმუმ 8 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის 3 წლიანი მენეჯერული/ლიდერული დოკუმენტურად დადასტურებული გამოცდილება. ასევე, ბაკალავრის ან შესაბამისი კვალიფიკაცია.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ლიდერი ბიზნესგაერთიანებაა, რომელიც ქვეყნის წამყვან, 80-მდე მსხვილ კომპანიას და ბიზნეს-ჰოლდინგს აერთიანებს. ორგანიზაცია, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია არსებობს, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაში (https://bag.ge/)

CEU Executive MBA-ის შესახებ

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა უმაღლესი რგოლის მენეჯერებისთვის განკუთვნილია გამოცდილი პროფესიონალებისთვის, რომელთაც სურთ საკუთარი საოპერაციო გამოცდილება გაამდიდრონ და ახალ,  სტრატეგიულ საფეხურზე გადაინაცვლონ. პროგრამის ინოვაციური სტრუქტურა შესაძლებლობას აძლევს მის მონაწილეებს მიიღონ აშშ-ის მიერ აკრედიტებული ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი ათი  სასწავლო ვიზიტის (თითოეული 4-9 დღიანი) ფარგლებში. სასწავლო პროგრამა მთლიანობაში განაწილებულია 28 თვეზე.

დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://economics.ceu.edu/emba/PublicSector

აპლიკაციის ბმული:  https://economics.ceu.edu/emba/apply

აპლიკაციის ვადა: 2020 წლის 22 მარტი

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პროგრამის მენეჯერს, თომას ლამელს: lammelt@ceu.edu