24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

პროექტების ანგარიში

01/13/2020

სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ანგარიში


2019 წლის 27 დეკემბერს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე გაიმართა სამეცნიერო-კვლევითი-სასწავლო პროექტების ანგარიშის მოსმენა.
ღონისძიება გახსნა ფაკულტეტის დეკანმა რუსუდან ქუთათელაძემ. მან ისაუბრა სამეცნიერო-კვლევითი-სასწავლო პროექტების მნიშვნელობაზე, კერძოდ, სასწავლო-სამეცნიერო პროცესის სრულყოფაზე, ახალი ინოვაციების შესწავლასა და მათ პოპულარიზაციაზე, ახალგაზრდა მეცნიერთა მოზიდვასა და დაინტერესებაზე. ასევე, წარადგინა დასრულებული პროექტები და მათი ხელმძღვანელები.
აღნიშნული პროექტებია:
1. „ინტელექტისა და კრეატიულობის კავშირი მენეჯერულ საქმიანობაში“;

2. „სწავლების ევროპული ხარისხის უზრუნველყოფა და განვითარების პერსპექტივები, შედეგები და შემდგომი ნაბიჯები“;

3. „საქართველოში მეღვინეობის კლასტერის ფორმირების თავისებურებები კონკურენტუნარიანობის პირობებში“;

4. „მოსწავლე-ახალგაზრდებში სამეწარმეო პოტენციალის გამოვლენის, ფორმირებისა და რეალიზაციის მეთოდოლოგია“;

5. „ფინანსური აღრიცხვისა და აუდიტის სისტემის რეფორმირების პრობლემები საბაზრო ეკონომიკის პირობებში“.

შესაბამისად, მსმენელების წინაშე წარსდგნენ პრეზენტაციებით პროექტის ხელმძღვანელები და მონაწილეები. თითოეულმა მათგანმა ისაუბრა პროექტის ფარგლებში განხორციელებულ კვლევაზე, შედეგებსა და პერსპექტივებზე:
1. გუგული ყურაშვილი - ასოც. პროფესორი, დეკანის მოადგილე
2. ნინო ჩიკვილაძე - ასოც. პროფესორი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი
3. ევგენი ბარათაშვილი - პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
4. თამარ ბერიძე - პროფესორი
ნატალია ჭანტურია - ასოც. პროფესორი
5. ლევან გრიგალაშვილი - პროფესორი

შეხვედრა დასრულდა ფაკულტეტის დეკანისა და მენეჯერის ორგანიზებით გამართული საახალწლო მილოცვითა და ფურშეტით.