24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

დოქტორანტის გამოსვლა მეთოდურ სემინარზე

12/30/2019

 საჯარო მმართველობის პროგრამის დოქტორანტის გამოსვლა დარგთაშორისი კვლევების მეთოდურ სემინარზე
(სტუ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტის პროექტი)

2019 წლის 27 დეკემბერს, საჯარო მმართველობის დოქტორანტმა ქეთევან კანდელაკმა მონაწილეობა მიიღო სასწავლო-კვლევითი სამეცნიერო ცენტრის მიერ ორგანიზებულ სემინარზე - „მათემატიკური მეთოდების გამოყენება ჰუმანიტარულ კვლევებში“.
ქეთევან კანდელაკმა სემინარზე წარმოადგინა სადოქტორო კვლევის შემადგენელი ნაწილი: თბილისის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სტრატეგიის ცალკეული ფაზების შედარებითი ანალიზი (კვლევის მათემატიკური მეთოდები); ისაუბრა კვლევის გამოყენებით მნიშვნელობზე: სატრანსპორტო სისტემის ორგანიზების პრობლემის დაძლევა, მუნიციპალიტეტისა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ გასატარებელი ღონისძიებების შეფასება ქალაქში რაციონალური სატრანსპორტო სისტემის შექმნის უზრუნველსაყოფად.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი ვახტანგ კვარაცხელია და ამავე ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლები, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ტექნიკური ფაკულტეტის პროფესორები: თამაზ მორჩაძე, ნუნუ რუსაძე, სასწავლო კვლევითი სამაეცვნიერო ცენტრის თანამშრომლები, აგრეთვე საჯარო მმართველობის, სამართალმცოდნეობის, IT ტექნოლოგიების, ტრანსპორტის მართვის სფეროში მომუშავე დოქტორანტები, რომელთაც გამოხატეს სურვილი მათემატიკური მეთოდების გამოყენებით კვლევების განხორციელებაში ახლი ცოდნის შესაძენად.
მონაწილეებმა ისაუბრეს წარმოდგენილ მასალაში მოძრაობის განტოლებების, დიფუზიის განტოლებების შემუშავებზე, ფუნქციათა გაწერის გზებსა და მიმართულებებზე, აგრეთვე პროგნოზირების მეთოდის სრულყოფისთვის სატრანსპორტო კორესპოდენციების მიხედვით მატრიცის შედგენის მნიშვნელობაზე.
დისკუსია შეაჯამა ცენტრის ხელმძღვანელმა თამაზ მარსაგიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ წარმოდგენილი სასემინარო თემის განხილვამ დარგთაშორის კვლევას დინამიურობა შესძინა, გამოიიკვეთა ის მიმართულებები და კრიტერიუმები, რომლებიც დისერტაციის ხარისხზე აშკარად დიდ გავლენას მოახდენს.
დაიგეგმა, რომ დარგთაშორისი კვლევის შედეგის შეფასების მიზნით. გაწეული კონსულტაციების მიხედვით, თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტის მართვის სისტემის ნაწილის მათემატიკური მოდელის აგების შემდეგ, ქეთევან კანდელაკის კვლევა მოსმენილ იქნეს მორიგ სემინარზე.