24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები ზაფხულობით ანაზღაურებად პრაქტიკას გერმანიაში გაივლიან

12/23/2019

                                

ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები ზაფხულობით ანაზღაურებად პრაქტიკას გერმანიაში გაივლიანსაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები გერმანიაში ანაზღაურებად სამთვიან სტაჟირებას გაივლიან. ამ ეტაპზე, გერმანულ მხარესთან შესაბამისი ხელშეკრულების დეტალები ზუსტდება, - ამის შესახებ ფაკულტეტის დეკანმა რუსუდან ქუთათელაძემ განაცხადა.

„ვმუშაობთ ახალი კონტაქტების დასამყარებლად, რათა ჩვენმა სტუდენტებმა საზაფხულო არდადეგებზე გერმანიაში გაიარონ  პრაქტიკა. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მომავალი სპეციალისტები გერმანიის წამყვან ორგანიზაციებში კარგ გამოცდილებას მიიღებენ და მათთვის პრაქტიკა იქნება ანაზღაურებადი.  ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე ეს პირველი და უპრეცედენტო შემთხვევაა. ყველაფერი ცოტა ხნის წინ დაიწყო, როცა ჩვენი რამდენიმე სტუდენტი გერმანიაში გაცვლითი სასწავლო პროგრამით იმყოფებოდა. სწორედ მათ მოიძიეს და დაამყარეს კონტაქტი ადამიანებთან, რომელთა მხრიდანაც ეს ინიციატივა წამოვიდა. ჩვენი მაგისტრანტი გიორგი მამულაშვილი გერმანიაში ხელშეკრულების მოსამზადებლად გაემგზავრა. უკვე ცნობილია, რომ ყოველ ზაფხულს, გერმანიაში, ანაზღაურებად პრაქტიკას ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის არა ნაკლებ 50 სტუდენტი გაივლის. სამთვიან პრაქტიკაზე ჩვენს სტუდენტებს გერმანიაში მოქმედი შვიდი ორგანიზაცია უმასპინძლებს“, - აღნიშნა რუსუდან ქუთათელაძემ. 

ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები ზაფხულობით ანაზღაურებად პრაქტიკას გერმანიაში გაივლიან_ პრაქტიკის გასავლელად თუ არის აუცილებელი მოთხოვნები, რაც სტუდენტებმა უნდა დააკმაყოფილონ?

_ პირველ რიგში, აუცილებელია უცხოური ენის, ძირითადად ინგლისურის სათანადო დონეზე ცოდნა, თუმცა გარკვეულ დონეზე, გერმანული ენის ცოდნაც საჭიროა. პარტნიორის მიერ შეთავაზებულ სამსახურებში, ძირითადად, ინგლისურ ენაზე მიდის საქმის წარმოება, მაგრამ ასევე არის ოფისები, სადაც გერმანული ენის ცოდნა სავალდებულოა. ამჟამად, ვმუშაობთ საკითხზე, რომ ჩვენს სტუდენტებს უსასყიდლოდ შევასწავლოთ გერმანული ენა. 

ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები ზაფხულობით ანაზღაურებად პრაქტიკას გერმანიაში გაივლიან_ სტუდენტებისგან თუ მოჰყვა გამოხმაურება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ამ ახალ წამოწყებას?

_ რა თქმა უნდა, ჩვენი სტუდენტები ინფორმირებული არიან. დაახლოებით ათ დღეში დასრულდება ყველა სამუშაო, რაც ხელშეკრულების გაფორმებას უკავშირდება. დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ კი, სტუდენტებთან შეხვედრებს ჩავატარებთ და ახალი პროექტის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მივაწვდით. დანამდვილებით შეგვიძლია თქმა, რომ ყველა ახალგაზრდას, ვინც სწავლობს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე, ფლობს უცხოურ ენას და გამოირჩევა თავისი აკადემიური მოსწრებით, მიეცემა საშუალება, გაემგზავროს გერმანიაში, გაიაროს სამთვიანი ანაზღაურებადი პრაქტიკა, შეიძინოს ახალი სამუშაო გამოცდილება, გაეცნოს ამ ქვეყვის კულტურასა და ცივილიზაციას, ასევე, დახვეწოს უცხოური ენა. 

_ რა კუთხით მოხდება სტუდენტების დროებითი დასაქმება?

_ ცხადია, ბიზნესის მიმართულებით - ეს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენი ფაკულტეტის სეგმენტები ხომ ბიზნესის ადმინისტრირება, მარკეტინგი, საბანკო და საფინანსო ტექნოლოგიები, ლოჯისტიკა, საჯარო მმართველობა და ტურიზმის მიმართულებაა.  

_ რამდენად მაღალია სტუდენტთა ჩართულობა ფაკულტეტის საერთაშორისო აქტივაციაში და რა ღონისძიებები განახორციელეთ მიმდინარე წელს?

_ სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ ფაკულტეტის სამეცნიერო აქტივაციებში. მათი ჩართულობა სავალდებულოცაა. გამოვყოფდი ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა: საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“, რომელიც წელს მესამედ გაიმართა; საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველოს პარლამენტარიზმი - 100“, რომელიც ჩვენს ქვეყანაში პარლამენტარიზმის ასწლოვან იუბილეს მიეძღვნა; საერთაშორისო ღონისძიება - „აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელი - ახალგაზრდული პერსპექტივა“, რომელიც ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით, ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესისა და სამართლის ინსტიტუტის ინიციატივითა და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ჩატარდა, მონაწილეები კი 9 ქვეყნის „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ და ქართველი სტუდენტები იყვნენ; სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ღვინო, როგორც სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რესურსი და ქვეყნის იდენტობა“, რომელიც ჩვენი და აგრარული მეცნიერებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის, ასევე, „კონსალტინგისა და ახალი პროფესიების რეგიონული ცენტრის“ ორგანიზებით მოეწყო და ბოლოს, ჩავატარეთ მეცამეტე ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ხელისუფლება და საზოგადოება - 2019“, რომელიც ჩვენი საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტის, „ღია დიპლომატიის ასოციაციისა“ და სამეცნიერო ჟურნალ „ხელისუფლება და საზოგადოების“ ერთობლივი პროექტია. ყველა ამ პროექტმა ბიზნესტექნოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებს სამეცნიერო-კვლევითი და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები გაუღრმავა.  

- რამდენადაც ცნობილია, ფაკულტეტზე საჯარო ლექციების პრაქტიკაც ფართოდაა აპრობირებული.

_  ჩვენ სისტემატურად ვატარებთ საჯარო ლექციებს, რომელსაც ხშირად მოწვეული უცხოელი მეცნიერებიც უძღვებიან, რაც სტუდენტებისთვის მეტად მნიშვნელოვანია და მათ პროფესიონალურ ზრდას ემსახურება. სალექციო თემატიკის შერჩევა წინასწარ ხდება. შესაბამისად, ვითვალისწინებთ სტუდენტთა მოთხოვნებს, ინტერესთა სფეროს და ფაკულტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე - აქტუალურ საკითხებს. წლის მანძილზე ჩატარდა საჯარო ლექციები შემდეგ თემებზე: „არჩევანის თავისუფლება“, „ვინ არის კარგი მენეჯერი“, „კონფლიქტების მართვა“, „გაყიდვების კონსულტანტიდან კომერციულ დირექტორამდე“, „საქართველოს კვლევითი სისტემების მდგომარეობა და პერსპექტივები“, „ექსპერიმენტული ეკონომიკა“, „საჰაერო გადაზიდვების ლოჯისტიკა საავიაციო ბიზნესში“, „ევროპული უძრავი ქონების განვითარების შესახებ“, „საწარმოს მემკვიდრეობა და გადასახადი მემკვიდრეობაზე“, „ბრენდის ახალ ბაზარზე შესვლა, მისი გადარჩენის მთავარი ფაქტორები, სტრატეგიები და მაგალითები“, „რეპრესირებული მოდერნისტი პოეტი ვანლერ დაისელი (ივანე ბაბუაძე) და მისი შემოქმედება“, „ქონების მართვის აქტუალური პრობლემები გერმანიაში“, „სახმელეთო გადაზიდვების მომავალი გერმანიაში“, „ბიზნესის რეგულირების აქტუალური საკითხები ევროპაში“, „საუნივერსიტეტო ფსიქოლოგიის ინოვაციური მეთოდი“ და სხვ. სტუდენტების მხრიდან მსგავს საჯარო ლექციებს დიდი გამოხმაურება, ინტერესი და მოწონება აქვს.   

_ სოციალურ პროეტებზე რას გვეტყვით?

_  ფაკულტეტის სოციალური პროექტების ფარგლებში, წელს, 24 სტუდენტი დაფინანსდა. გარდა ამისა, ტექნიკური უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის წარმატებული სტუდენტი 150-ლარიან სტიპენდიას იღებს. ჩვენი  ინიციატივით, ფაკულტეტზე დავაარსეთ სამი სახელობითი სტიპენდია, რისი მოპოვების საშუალება ნებისმიერ წარმატებულ სტუდენტს აქვს. რაც შეეხება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე სტუდენტებს, მათი სწავლის საფასურიდან 200 ლარს ფაკულტეტი ფარავს. ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს მაღალი დონის პრაქტიკას ვთავაზობთ და დასაქმებაშიც ვეხმარებით. ასევე, ვაფინანსებთ წარმატებულ სტუდენტურ პროექტებს. წარმატებული სტუდენტები სარგებლობენ „ერაზმუს პლუსის“ გაცვლითი პროგრამებით - ყოველ სემესტრში 5-6 მათგანი სასწავლებლად ევროკავშირის ქვეყნებში მიემგზავრება. ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები, რომელსაც მოწვეული ამერიკელი პედადგოგი უძღვება. ამ ეტაპზე, პროფესიული მოდულური პროგრამების შექმნაზე ვმუშაობთ. შემუშავების პროცესშია შრომით ბაზარზე მოთხოვნადი რამდენიმე  სპეციალობის შესაბამისი პროგრამა, რაშიც აქტიურ მხარდაჭერასა და დახმარებას „საქართველოს ბანკი“ გვიწევს. 

_ საფაკულტეტო ექსკლუზიურ პროექტებზე რას გვეტყვით?

_ რამდენიმე ასეთ პროექტს ვახორციელებთ. „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრი“ ჩვენი  ექსკლუზიური სოციალური პროექტია, რომელიც განკუთვნილია აბიტურიენტებისთვის და მოიცავს ექსპრესკურსს - „რა არის ბიზნესი“. პირველ, საგაზაფხულო ეტაპზე, პროექტში მონაწილეობა მიიღო თბილისისა და რუსთავის 54-მა მოსწავლემ. მომდევნო, საშემოდგომო ეტაპზე კი, მზარდი მოთხოვნის მიუხედავად, პროექტში საქართველოს საჯარო სკოლების მხოლოდ 70 მოსწავლის მიღება მოხერხდა. ეს ერთთვიანი კურსია, რომლის მიზანიც ბიზნესის საფუძვლების გაცნობაა იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც პერსპექტივაში შეიძლება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები გახდნენ. სამომავლოდ, ეს ცოდნა მათ აუცილებლად გამოადგებათ სწავლის პროცესში, პროფესიის უკეთ დასაუფლებლად. დაინტერესება უკვე იმდენად მაღალია, რომ „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ პროექტის ფარგლებში, ფაკულტეტი რეგიონების საჯარო სკოლებისთვის, როგორც გასვლითი, ასევე, დისტანციური კურსების ჩატარებას გეგმავს.

სტუდენტურ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით, ბაკურიანში განვახორციელეთ პროექტი „ზამთრის სკოლა“.  ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა სტუდენტებს სხვადასხვა თემაზე საჯარო ლექციები წაუკითხეს. გარდა ამისა, ტრენინგის ფარგლებში გუნდური თამაშები მოეწყო, რამაც ახალგაზრდებს ინდივიდუალური და პროფესიონალური უნარ-ჩვევების გამოვლენის შესაძლებლობა მისცა.

აღსანიშნავია პროექტი „ზაფხულის სკოლა ვარნაში“. ეს იყო ვარნის (ბულგარეთი) თავისუფალი უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარებული საერთაშორისო საზაფხულო სკოლა-სემინარი თემაზე - „ტურიზმი, როგორც საზოგადოებრივი განვითარების მდგრადი ფაქტორი“. პროექტში მონაწილეობა ფაკულტეტის ოთხმა წარჩინებულმა სტუდენტმა მიიღო. 

_ სტუდენტების წარმატებებზეც გვესაუბრეთ.

_ გამოვყოფდი ფაკულტეტის ერთ-ერთი საერთაშორისო კონფერენციის - „ღვინო, როგორც სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რესურსი და ქვეყნის იდენტობა“ - გამარჯვებულ სტუდენტებს. ისინი, ჩვენი პარტნიორების დაფინანსებით, იტალიაში, სამბუკა-დი-სიცილიაში გაემგზავრნენ, სადაც მეღვინეობის კერები მოინახულეს და ცნობილ საწარმოებში სტაჟირება გაიარეს. 

_ არ შეიძლება გვერდი ავუაროთ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ერთ-ერთ მთავარ აქტივობას, რომლის სლოგანია „ჯანსაღი ცხოვრებით -  ჯანსაღი გარემოსთვის“.

_ სიამაყით შემიძლია გითხრათ, რომ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები აქტიურად არიან ჩართული სპორტულ ცხოვრებაში. გვყავს მსოფლიო რანგის ჩემპიონები -  ჩვენმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა ჩინეთში, ცინდაოს მასტერსის ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა. ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე კი ანტალიის გრან პრის ოქროს მფლობელი გახდა. რაც შეეხება ნიკა ჩიტიშვილს, ის სანდა-უშუს მიმართულებით ევროპის ჩემპიონი, ევრაზიის თასის მფლობელი და საქართველოს 8-გზის ჩემპიონია. ჩვენი სტუდენტია ნიკა შუშიაშვილიც, რომელმაც წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის თამაშზე შვეიცარიელთა კარი შვიდჯერ დალაშქრა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 

_ როგორ ახერხებენ ამ რანგის სპორტსმენები დაძაბული სპორტული ცხოვრების სწავლასთან შეთავსებას?

_ მათ ყოველმხრივ ვუწყობთ ხელს. ისინი საქართველოს სახელით ასპარეზობენ, ემზადებიან ჩემპიონატებისთვის და ხშირად, იმყოფებიან საზღვარგარეთ. ამიტომ, მათთვის სწავლების ინდივიდუალური გრაფიკი მოქმედებს და სალექციო კურსაც ონლაინ რეჟიმში გადიან.