24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

„ახალგაზრდებში და მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების მხარდაჭერა და პოპულარიზაცია“

12/23/2019 2019 წლის 20 დეკემბერს, სააქართველოს საპატრიარქოში, მრგვალი მაგიდის ფორმატში განხილულ იქნა თემა „ახალგაზრდებში და მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების მხარდაჭერა და პოპულარიზაცია“.

აზარტული თამაშები ანგრევს ადამიანის პიროვნებას და ახდენს დეგრადირებას,- ამის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ საპატრიარქოში განაცხადა, სადაც თემაზე - „ახალგაზრდებში და მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა დ პოპულარიზაცია”, მრგვალი მაგიდა იმართება.

„აზარტული თამაშები და მათი ხელშეწყობა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ, შეიძლება ითქვას, სულიერი თვალსაზრისით ეს არის აბსოლუტური ბოროტება, ვინაიდან ანგრევს ადამიანის პიროვნებას, ახდენს დეგრადირებას. ჩვენ უნდა ვიღონოთ ყველაფერი, რომ მოხდეს შეზღუდვა. საპატრიარქო მონაწილეობდა კანონპროექტის შექმნაში, რომელიც რეგულაციებს უნდა ითვალისწინებდეს და იმედია, ასეთი შეხვედრა ხელს შეუწყობს ამ კანონის მიღებას”,- განაცხადა მეუფე შიომ.

განხილვაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს საპატრიარქოდან მეუფე შიომ, UNICEF-ის საქართველოს წარმოადგენელმა ბატონმა ღასან ხალილმა, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ქალბატონმა სოფიო კილაძემ, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბატონმა მიხეილ ყაველაშვილმა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წამყვანმა სპეცილისტმა - სტუს-ს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორმა მარინა მეტრეველმა, ფინანსთა სამინისტროს, ტელევიზიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
განხილვისას ძირითადად ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდებში აზარტული თამაშობების მავნე ჩვევების გავლენაზე, მის პრევენციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე.
UNICEF-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის WHO-ს კვლევებით დადგინილია მსოფლიო დაავადებათა ზიანის ტვირთის ოდენობა (კომპლექსური ინდიკატორის საშუალებით), რომლიდანაც 2/3-ს აზარტული თამაშობებით მიღებული ზიანი შეადგენს.
გაიმართა მსჯელობა აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტაში სასულიერო პირებისა და სოციალური მუშაკების როლთან დაკავშირებით. წარმოდგენილ იქნა წინადადება - მოსწავლეების სულიერების ამაღლების მიზნით საჭიროა სკოლაში რაღაცა დოზით რელიგიის სწავლების შეტანა.
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ აღნიშნული პრობლემების საკანონმდებლო გზით გადაწყვეტის მიზნით, 2013 წლიდან საქართველოს პალამენტი შეტანილ იქნა ცვლილებების რამოდენიმე კანონპროექტი, როლებთაგანაც ვერც ერთმა ვერ უზრუნვეყო საკითხისა და პრობლემისადმი სისტემური მიდგომა და რომ ამ კუთხით მხოლოდ რეკლამის აკძალვა საბოლოო შედეგამდე ვერ მიგვიყვანს.
ამასთანავე, ფინანსთა სამინისტროს განცხადებით ანონსირებულ იქნა ახალ კანონპროექტის მომზადების მზაობა, რომელიც სწორედ სისტემურ მიდგომასთან დაკავშირებით გაითვალისწინებს online თამაშობების რეგულირების საკითხებსაც.
გარდა საკანომდებლო ცვლილებებისა, აღნიშნა, რომ ახალგაზრდობის მავნე ჩვევებისადმი მიდრეკილების პრობლემების აღმოსაფხვრელად უმნიშვნელოვანესია ცხოვრების ჯანმრთელი წესის პოპულარიზაცია და მისი დანერგვის ხელიშეწყობა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მალე შემოვა ახალი კანონი, რომლიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების მასობრივ სპორტში ჩართულობასა და თავისუფალი დროის სპორტის სხვადასხვა სახეობებით დაკავებას.
შეხვედრის მონაწილეებმა დაადგინეს, რომ საჭიროა სამუშაო ჯგუფმა შეიმუშაოს სამუშაო სტრატეგია და გაგრძელდეს მუშაობა ამ მეტად პრობლემატური საკითხის გაასაწყვეტად.