24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

შეხვედრა 147-ე საჯარო სკოლაში

12/19/2019

საინფორმაციო შეხვედრა თბილისის 147-ე საჯარო სკოლაში

2019 წლის 17 დეკემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა რუსუდან ქუთათელაძემ, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნინო ჩიკვილაძემ, პროფესორებმა - თინათინ იაშვილმა, რატი ბურდიაშვილმა, საგანმანათლებლო პროგრამების კურატორმა, ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი სულაშვილმა ქ. თბილისის 147-ე საჯარო სკოლაში ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრა მე-12 კლასელებისთვის.
აბიტურიენტებს გააცნეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ტრადიციული სტრუქტურული ერთეულებით (ფაკულტეტი, დარგობრივი დეპარტამენტი, სხვადასხვა ტიპის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი და სხვ.). განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე. ისაუბრეს ფაკულტეტზე არსებული საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების მიმზიდველობასა და მის საერთაშორისო თანამშრომლობაზე საერთო ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში და საერთოდ, რა უპირატესობა აქვს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს როგორც მეცნიერების, განათლების, კულტურის უდიდესი ტრადიციების კერას.
ასეთ შეხვედრებს ფაკულტეტის წარმომადგენლობა რეგულარულად ატარებს საქართველოს დედაქალაქსა და მის რეგიონებში.