English |
Русский |
დეპარტამენტები
ძებნა |
საიტის რუკა |
კონტაქტი
12 დეკემბერს, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრში განხორციელებულ საგანმანათლებლო-საინფორმაციო ტურში.
შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის თანამშრომლებმა სტუდენტებს სერვისცენტრი დაათვალიერებინეს და გადასახადების გადამხდელებისთვის საგადასახადო ვალდებულებების შესახებ, ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინეს.
მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მსმენელების სასწავლო პროცესში შეძენილი კომპეტენციების პრაქტიკაში გავარჯიშებასა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას. რაც მთავარია აძლევს შესაძლებლობას სტუდენტებს შეარჩიონ მათთვის საინტერესო მომავალი პროფესიული საქმიანობა.