24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

პრეზენტაცია გარდაბნის სკოლაში

12/13/2019

საინფორმაციო შეხვედრა გარდაბნის # 1 საჯარო სკოლაში!

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორები თამარ ბერიძე, ნატალია ჭანტურია, ბელა გოდერძიშვილი პროექტის „მოსწავლე-ახალგაზრდებში სამეწარმეო პოტენციალის გამოვლენის, ფორმირებისა და რეალიზაციის მეთოდოლოგიის შემუშავება“ ფარგლებში შეხვდნენ გარდაბნის #1 საჯარო სკოლის XI-XII კლასის მოსწავლეებს. მათ მომავალ აბიტურიენტებს გააცნეს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე არსებული საგანმანათლებლო პროგრამები, აქტივობები, მოიწვიეს ღია კარის დღეზე. მოსწავლეებში დიდი დაინტერესება გამოიწვია ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაზაზე არსებულმა „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრმა“. მათ მზაობა გამოთქვეს მონაწილეობა მიიღონ საგაზაფხულო სესიაზე ( 21 მარტი-2 მაისი, 2020წ). მოსწავლეებმა შეავსეს კითხვარები, სადაც დააფიქსირეს საკუთარი აზრი .
დასასრულს მოსწავლეებმა კმაყოფილება გამოთქვეს ჩატარებული შეხვედრის გამო, ხოლო პროფესორებმა მადლობა გადაუხადეს უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის სახელით სკოლის ხელმძღვანელებსა და პედაგოგებს დახმარებისა და ხელშეწყობისთვის!