24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

კარიერული განვითარების და გლობალური დასაქმების ფორუმი

11/21/2019

კარიერული განვითარების და გლობალური დასაქმების ფორუმი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით ფაკულტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების, ასევე, ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის აბიტურიენტების მონაწილეობით კარიერული განვითარების და გლობალური დასაქმების ფორუმი გაიმართა ა/წ 19 ნოემბერს სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“, რომელიც „კარიერული განვითარების საერთაშორისო ასოციაციის“ და „საფრანგეთის კარიერული განვითარების ასოციაციის“ ფორუმის ანალოგია. აღნიშნული ფორუმი საქართველოში ჩატარდა პირველად, რომლის მიზნებია:
ადამიანური კაპიტალის შრომით ბაზარზე განვითარება;
კვალიფიციური და მოტივირებული სპეციალისტების თვისობრივი და რაოდენობრივი ზრდა;
სტაჟირების პროგრამების და დასაქმების ხელშეწყობა;
სტუდენტური დასაქმება ან/და სტაჟირება;
აბიტურიენტების ინფორმირება ქართულ შრომით ბაზარზე არსებული მდგომარეობის და უნივერსიტეტების სტუდენტური, მათ შორის კარიერული სერვისების შესახებ.
პროექტი აქცენტირებული იყო 16-დან 40-წლამდე პიროვნებების დასაქმებასა და სტაჟირებაზე.
ფორუმის განმავლობაში ჩატარდა მასტერკლასები თემებზე: ფსიქოლოგიის როლი კარიერულ განვითარებაში, რეზიუმეს სწორად შევსება, გასაუბრების ტექნიკები, პერსონალური ეფექტურობის ფსიქოლოგია: მიზნების დასახვა და დროის ეფექტიანად გამოყენება; „ბარიერები ახალგაზრდების დასაქმებისას ქართულ შრომით ბაზარზე“ კვლევის შედეგები და სხვ.
ფორუმზე წარმოდგენილი იყო საქართველოში მოღვაწე 50 მსხვილი დამსაქმებელი, მათ შორის სახელმწიფო და კერძო სექტორი.
ფორუმის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა რამდენიმე საკომუნიკაციო არხით.
მედია პარტნიორები: პროექტის მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს წამყვანი ტელევიზიები, რადიო სადგურები და ინტერნეტ გაზეთები. მათი უდიდესი ნაწილი ამავდროულად პროექტის მონაწილე - დამსაქმებლის სტატუსითაც იყვნენ წარმოდგენილი.