24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ჩატარდა კონფერენცია “ხელისუფლება და საზოგადოება”

10/31/2019

25 ოქტომბერს ჩატარდა XIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “ხელისუფლება და საზოგადოება”.
კონფერენციას ორგანიზებას უწევდა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი, ღია დიპლომატიის ასოციაცია სამეცნიერო ჟურნალი “ხელისუფლება და საზოგადოება (ისტორია, თეორია, პრაქტიკა)”.
კონფერენციის პროგრამით გათვალისწინებული იყო შემდეგი მიმართულებები:
• “საჯარო მმართველობის და საჯარო პოლიტიკის თეორია, პრაქტიკა და მეთოდოლოგია”;
• “დიპლომატიის თეორია, ისტორია, პრაქტიკა”;
• “ისტორიის პოლიტიკურ-ეკონომიკური და ფილოსოფიური გაკვეთილები”;
• “საჯარო მმართველობისა და სახელმწიფო მართვის სამართლებრივი საფუძვლები”;
• “საჯარო მმართველობისა და სახელმწიფო მართვის ეკონომიკური საკითხები”;
• “პოლიტიკა და კულტურა”;
• “სახელმწიფო და რელიგია”;
• „ეროვნული უშიშროებისა და უსაფრთხოების სისტემები და მართვა“;
• „საქართველოს ევროინტეგრაციის აქტუალური პრობლემები“.
კონფერენცია საშუალებას აძლევს სტუდენტებს, მეცნიერებს თუ პრაქტიკოსებს ერთმანეთს გაუზიარონ აკადემიური მიღწევები და განიხილონ მეცნიერული სიახლეები. კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული, რუსული და ინგლისური. მისი დასრულების შემდეგ მონაწილეთა თეზისები იბეჭდება გამოცემებში:
„ხელისუფლება და საზოგადოება (ისტორია, თეორია, პრაქტიკა)
“Scripta manent”
და განთავსდება ვებგვერდზე.

კონფერენცია ფართოდ გაშუქდა სხვადასხვა მედია საშუალებებით:

1.  https://www.interpressnews.ge/ka/article/570731-teknikur-universitetshi-saertashoriso-konperencia-xelisupleba-da-sazogadoeba-2019-gaimarta?fbclid=IwAR1xxnWb-keHYGYhUXf4kVxSGjJoR0KwhmV-oI8F9hYW5mZdfZ_YFgIVdmQ

2.   http://digest.pia.ge/post/290057-teqnikur-universitetsi-saertasoriso-konferencia-xelisufleba-da-sazogadoeba-2019-gaimarta?fbclid=IwAR2SCqz5eHEoI6FHLlI4bcZ1RyZpbIV2_Jm1jE2cAWfQZZ8GK8ZOIeYSc7k 

3.   https://pia.ge/post/290046-teqnikur-universitetsi-saertasoriso-konferencia-xelisufleba-da-sazogadoeba-2019gaimarta?fbclid=IwAR2SCqz5eHEoI6FHLlI4bcZ1RyZpbIV2_Jm1jE2cAWfQZZ8GK8ZOIeYSc7k 

4.   http://medianews.ge/ge/teqnikur-universitetshi-saertashoriso-konferentsia-khelisufleba-da-sazogadoeba-2019-gaimarta/63683?fbclid=IwAR02ZDXugFqF8XW5fr0zCdONBmDgJwY-Kt7fwscLkcIViYfxSIJ2kwAWc2w 

5.   http://ghn.ge/news/234756-teknikur-universitetshi-saertashoriso-konferentsia-khelisufleba-da-sazogadoeba-2019-gaimarta?fbclid=IwAR2LIejH5118SzFGQsXhBGqW9znbuAmsLip2uChFhBGSUTjuOqPtGZX1SCc 

6.   http://progressnews.ge/?p=46629&fbclid=IwAR3PE0y9yzdQLZI8d2rUGni_pQdVTKLIMb9dI2m7YvsIJd2Lq4-rdGBNbnk 

7.   http://kvira.ge/512927?fbclid=IwAR1ypXeBg-ROlSJ5nyKJqPc-vdnB__uEeufmL5VygEKR2uWur6OkKt7PxV4