24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ფაკულტეტის საბჭოს სხდომა

09/27/2019

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საბჭოს სხდომა

25 სექტემბერს ჩატარდა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საბჭოს სხდომა.. სხდომა გაიხსნა მილოცვით. ფაკულტეტის დეკანმა რუსუდან ქუთათელაძემ საფინანსო და საბანკო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსს, პროფესორ ბატონ ანტონ ინგოროყვას მიულოცა და გადასცა სტუ-ს აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით მიღებული საპატიო სიგელი ხანგრძლივი და ნაყოფიერი საგანმანათლოებლო საქმიანობისათვის.
ფაკულტეტის დეკანმა რუსუდან ქუთათელაძემ მადლობა გადაუხადა ფაკულტეტის ღვაწლმოსილ პროფესორს ბატონ კარლო ღურწკაიას, რომელსაც მიენიჭა ემერეტუსის წოდება .
საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს ახალი 2019-20 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სამომავლო საქმიანობის შესახებ, რომელიც ფაკულტეტს წარმატებებს მოუტანს. დეკანმა აკადემიურ პერსონალს მოუწოდა აქტიურობისკენ, ინიციატივების ინიცირებისკენ, პროცესებში მეტი ჩართულობისკენ. მან გასულ წელში წარმატებული საქმიანობისთვის პროფესორ-მასწავლებლებს გამოუცხადა სიტყვიერი მადლობა და მოუწოდა, კვლევით პროცესებში მონაწილეობის გაზრდის უზრუნველყოფის მიზნით, სტუდენტებთან აქტიური თანამშრომლობისკენ.