24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

მივლინების ანგარიში

06/26/2019

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანს ქ.ნ. რუსუდან ქუთათელაძეს

ამავე უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ასისტენტი გიორგი მორჩილაძის

მ ო ხ ს ე ნ ე ბ ი თ ი  ბ ა რ ა თ ი

მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 13-20 მაისს ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში ჩატარდა
მე-7 მულტიდისციპლინარული ფორუმი სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში - MIFS 2019 (http://mforumbarcelona.net). კონფერენციის ორგანიზატორი იყო მსოფლიოში ცნობილი ორგანიზაცია ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტი, კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში, რომლებიც ინდექსირებულნი არიან ავტორიტეტულ მონაცემთა ბაზებში. აღნიშნულ კონფერენციაზე გიორგი მორჩილაძეს წარდგენილი ჰქონდა თემა „FACTORS AFFECTING ON MANAGEMENT OF IDEAS GENERATION IN ORGANIZATION” მოხსენებებმა ინტერესი გამოიწვია მსმენელთა შორის, დაისვა შეკითხვები, რომლებსაც ამომწურავი პასუხი გაეცა.

კონფერენციაზე მოხსენებები გაკეთდა 16 მაისს, მოხსენებები დაყოფილი იყო ოთხ სესიად, სადაც წარმოდგენილ იქნა არაერთი საინტერესო და მნიშნველოვანი კვლევა. 17 მაისს კონფერენციის ორგანიზატორებმა მოაწყვეს არაფორმალური გასვლა ბარსელონაში მომხსენებლებისთვის, რის შედეგადაც კიდევ უფრო გაღრმავდა ურთიერთობა და კავშირები მონაწილეთა შორის.

კონფერენცია სამეცნიერო-აკადემიური კუთხით საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო. კონფერენციაში მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერები და აკადემიური პერსონალი. კონფერენციის პერიოდში გამართულმა შეხვედრებმა საშუალება მოგვცა უცხოელ კოლეგებთან კავშირები დაგვემყარებინა და სამომავლო ურთიერთობისთვის გეგმებიც დაგვესახა.

მადლობას მოგახსენებთ თანადგომისა და სამეცნიერო მივლინების ხარჯების დაფინანსებისთვის.

პატივისცემით,

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის
ასისტენტი გიორგი მორჩილაძე

2019 წლის 3 ივნისი