24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

„ ახალგაზრდები კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციისა და დაცვისათვის“

06/03/2019

YOCOCU „ ახალგაზრდები კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციისა და დაცვისათვის“ საერთაშორისო ფორუმის ეგიდით 2019 წლის 20-24 მაისს
სტუ-ს ბიზნესტექნოლოგიების სტუდენტებმა ფაკულტეტის დაფინანსებითა და ხელშეწყობით მონაწილეობა მიიღეს საქართველოს უნივერსიტეტის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და იტალიის საელჩოს ერთობლივ ღონისძიებაში იტალიელი და ქართველი პროფესიონალების მონაწილეობით განხორციელებულ ტრენინგში. ტრენინგში მონაწილეობდნენ განსხვავებული დისციპლინების და უმაღლესი სკოლების სტუდენტები. სამუშაო ენა იყო ინგლისური.

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტიდან ტრენინგის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პროგრამა „სასტუმრო მომსახურების“ სტუდენტებმა ანა გოცირიძემ და სანდრო თოთლაძემ. ტრენინგში მონაწილეობდა, აგრეთვე სტუ-ს საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ექვსი სტუდენტი. ყველა მათგანმა დააკმაყოფილა კურსის გავლის აუცილებელი მოთხოვნის 80% და, შესაბამისად, მიიღო ტრენინგის სერტიფიკატი. გარდა სერტიფიკატისა, კურსის მონაწილე სტუდენტებმა მოიპოვეს 50%-იანი ფასდაკლება თბილისის 2020 წლის „იკოსის“ კონფერენციაზე მონაწილეობისთვის.

სტუ-ს სტუდენტებმა განსაკუთრებული მადლობა დაიმსახურეს YOCOCU 2020-ის თავმჯდომარის, საერთაშორისო არქეოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ბერიკაშვილის მხრიდან.
ვულოცავთ ტრენინგის მონაწილე თითოეულ სტუდენტს კურსის წარჩინებით გავლას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს 2020 წელს თბილისში დაგეგმილ პანევროპულ ფორუმში, რომელიც ეძღვნება კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-პოპულარიზაციის საქმეს.