24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

დოქტორ შტეფან ლანგის ლექცია

05/29/2019

მიუნხენის უნივერსიტეტის პროფესორ, დოქტორ შტეფან ლანგის ლექცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში

მიუნხენის უნივერსიტეტის პროფესორმა, დოქტორმა შტეფან ლანგმა 2019 წლის 24 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებთან წაიკითხა ლექცია თემაზე – „საწარმოს მემკვიდრეობა და გადასახადი მემკვიდრეობაზე“.
პროფ. დოქტორმა ლანგმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი ერთ–ერთი აქტუალური და პრობლემურია გერმანიაში, ვინაიდან უამრავი მეწარმე ვერ ახერხებს სწორად განსაზღვროს თავისი საწარმოს მომავალი და დროულად იზრუნოს მემკვიდრეობით მის გადაცემაზე. პროფ. დოქტორმა ლანგმა გაანალიზა ამ პრობლემის გამომწვევი ძირითადი მიზეზები. ასევე პროფ. დოქტორმა ლანგმა დეტალურად გააანალიზა საწარმოს მემკვიდრეობით გადაცემის ძირითადი შესაძლებლობები და მიმოიხილა მასთან დაკავშირებული გადასახადები.
პროფ. დოქტორმა ლანგმა აღნიშნა, რომ საწარმოს მემკვიდრეობის საკითხებში გერმანიაში მჭიდროდ არიან ჩართულები საგადასახადო კონსულტანტები და მრჩევლები.
პროფ. დოქტორი ლანგის ვარაუდოთ, მომდენო ათწლეულების განმავლობაში საწარმოს მემკვიდრეობის და გადასახადის საკითხები უფრო და უფრო მეტ აქტუალობას შეიძენს როგორც გერმანიაში ასევე მთელს მსოფლიოში.
ლექციას ესწრებოდნენ სტუ–ს „ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის“ ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტები და პროფესორ–მასწავლებლები. სტუდენტების მხრიდან დაისვა არაერთი შეკითხვა, რომლებიც შეეხებოდა „საწარმოს მემკვიდრეობასთან“ დაკავშირებულ საკითხებს. აგრეთვე, პროფ. დოქტორმა ლანგმა უპასუხა აქტუალურ შეკითხვებს, რომლებიც შეეხებოდა მიგრაციას და მასთან დაკავშირებულ სირთულეებს ევროპაში. ლექციამ დაიმსახურა სტუდენტების დიდი მოწონება. ლექციის ბოლოს გაიმართა დისკუსია სტუდენტებთან.