24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

დოქტორ გოტჰარდ შტაინერის ლექცია

05/29/2019

დოქტორ გოტჰარდ შტაინერის ლექცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში

2019 წლის 24 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე გერმანელმა იურისტმა, დოქტორმა გოტჰარდ შტაინერმა სტუდენტებთან წაიკითხა ლექცია თემაზე – „ევროპული უძრავი ქონების განვითარების შესახებ“.
დოქტორმა შტაინერმა აღნიშნა, რომ საცხოვრებელთან დაკავშირებული საკითხები ამჟამად გერმანიაში უმაღლეს რანგშია აყვანილი და პრიორიტეტულია. საცხოვრებელი ფართები გერმანიაში საოფისე ფართებთან შედარებით ხელმისაწვდომია (ქ.მიუნხენის გარდა, რადგან აღნიშნული ქალაქი უძრავი ქონების გასაყიდი ფასების მიხედვით ევროპის ყველაზე ძვირ 3 ქალაქში შედის, ლონდონის და პარიზის შემდეგ). დოქტორმა შტაინერმა გერმანიის მაგალითზე გააანალიზა აქტუალური შეკითხვა – ვიქირაოთ თუ ვიცხოვროთ საკუთრებაში? მან აღნიშნა, რომ საკუთრებაში სახლის ფლობა ფუფუნების საგნად ითვლება და ამიტომ ბევრი ადამიანი იძულებულია იქირაოს საცხოვრებელი ბინა (განსაკუთრებით ახალგაზრდები). დოქტორმა შტაინერმა სტუდენტებს მიაწოდა აქტუალური და საინტერესო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქ.ფრანკფურტსა და ქ.ბერლინში ბინების საშუალო მაჩვენებელი მთელი გერმანიის საშუალო მაჩვენებელს 50%-ით აღემატება.
ლექციაზე დოქტ.შტაინერმა ისაუბრა გერმანიაში საბინაო ბაზარზე არსებული გამოწვევების შესახებ. მან აღნიშნა, რომ საფრანგეთი და გერმანია ევროპაში ყველაზე მსხვილი საბინაო ბაზრებია. ისინი გამორჩეულები არიან რაოდენობრივი თვალსაზრისით, თუმცა, ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ სრულად გადაიფაროს მოთხოვნა იმ პრესტიჟულ ადგილებში, სადაც მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია.
ლექციას ესწრებოდნენ სტუ–ს „ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის“ ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტები და პროფესორ–მასწავლებლები. ლექციამ დაიმსახურა სტუდენტების დიდი მოწონება. ლექციის ბოლოს დოქტორმა შტაინერმა უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს და გაიმართა დისკუსია.