24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

პროფესორ ვილჰელმ ჰაუზერის ლექცია

05/28/2019

„ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის“ პროფესორ ვილჰელმ ჰაუზერის ლექცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში

ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის“ პროფესორმა ვილჰელმ ჰაუზერმა, 2019 წლის 24 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებთან წაიკითხა ლექცია თემაზე – „ლოგისტიკის სფეროს აქტუალური პრობლემები გერმანიაში“. პროფესორმა ვილჰელმ ჰაუზერმა ლექციაზე დეტალურად განიხილა საჰაერო გადაზიდვებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები. 

პროფ. ჰაუზერმა აღნიშნა, რომ საჰაერო გადაზიდვების ბაზარი ერთ–ერთი ყველაზე სწრაფად მზარდია გერმანიაში. პროფ. ჰაუზერმა მიმოიხილა მსოფლიოში არსებული სხვადასხვა ტიპის აეროპორტები და მათი პოტენციური სიმძლავრეები. ასევე, აღნიშნა, რომ თანამედროვე აეროპორტებს თავიანთ მფლობელობაში არსებული ასაფრენი ბილიკების რაოდენობისა და ტერიტორიული განთავრების მიხედვით, შეუძლიათ წელიწადში 180 000–დან 330 000–მდე საჰაერო რეისის განხორციელება.
პროფ. ჰაუზერმა სტუდენტებთან ასევე ისაუბრა აეროპორტებში დროითი განრიგის დაგეგმვის შესახებ და სტუდენტებს განუმარტა როგორც „აეროპორტების სლოტების“ ასევე „საჰაერო სლოტების“ მოპოვებასთან დაკავშირებული რეგულაციები. აღსანიშნავია, რომ პროფ. ჰაუზერმა სტუ–ს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს გააცნო მსოფლიოს მასშტაბით არსებული აეროპორტების სიმძლავრეები როგორც მგზავრთა გადაყვანის, ასევე ტვირთების გადაზიდვის კუთხით. ლექციის ბოლოს, პროფ. ჰაუზერმა სტუდენტებთან განიხილა პრაქტიკული მაგალითი, თუ როგორ შეიძლება განხორციელდეს ოპტიმალურად ექსპრეს–გადაზიდვა საჰაერო ლოგისტიკაში ევროპიდან ამერიკის კონტინენტზე.
ლექციას ესწრებოდნენ სტუ–ს „ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის“ ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტები და პროფესორ–მასწავლებლები. ლექციამ დაიმსახურა სტუდენტების დიდი მოწონება. ლექციის ბოლოს პროფ. ჰაუზერმა უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს და გაიმართა დისკუსია.