24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

რეფერირების საბჭოს გაფართოებული სხდომა

05/27/2019

სტუ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტის რეფერირების საბჭოს სხდომა

2019 წლის 24 მაისს გაიმართა სტუ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტის რეფერირების საბჭოს გაფართოებული სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ ადგილობრივი და უცხოელი წევრები და მოწვეული სტუმრები: პროფესორი ვილჰელმ ჰაუზერი (გერმანია) დოქტორი შტეფან ლანგი (გერმანია0, დოქტორი გოტჰარდ შტაინერი (გერმანია), სასწავლო-კვლევითი სამეცნიერო ცენტრის დირექტორი თამაზ მარსაგიშვილი, ევროკომისის საკონტაქტო პირი საქართველოში გივი ქოჩორაძე, თსუ არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტიტის დირექტორი-გრიგორ ტატიშვილი, პროფესორები გენადი იაშვილი და შოთა დორონაძე (სტუ საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტი). სხდომას ესწრებოდა სტუ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორო რუსუდან ქუთათელაძე.
ინსტიტუტის დირექტორმა, პროფერსორ მარიამ ცაცანშვილმა რეფერირერების საბჭოს წარუდგინა დოქტორანტთა დარგთაშორისი კვლევების შედეგები, ისაუბრა ამ მიმართულებით სტუდენტთა პრაქტიკის განვითარების შესაძლებლობებზე, აგრეთვე დოქტორანტთა შრომების საერთაშორისო რეცენეზირების შესაძლებლობებზე.
მან აგრეთვე აღნიშნა ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტთა შრომის უსაფრთხოების მართვის საერთაშორისო გამოცდილებით დაინტერესების თაობაზე.
რეფერირების საბჭოს წევრებმა ინსტიტუტს თავიანთი რეკომენდაციები წარუდგინეს დარგობრივ კვლევებში საერთაშორისო ფონდების შერჩევისა და მიუნხენის სახელმწიფო მართვის საწარმოებში დოქტორანტთა პრაქტიკის გავლის შესაძლებლობებზე. რეფერირების უცხოელმა წევრებმა და ბიქზენფაკუტეტის დეკანმა რუსუდან ლორთქიფანიძემ დახმარება აღუთქვეს ინსტიტუტს დარგთაშორისი და გამოყენებითი კვლევების განვითარებაში.