24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“

05/27/2019

ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“ გაიხსნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით, 24 მაისს, ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“.

ორდღიანი კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ, როგორც ქართველი, ისე უცხოელი მეცნიერები, უნგრეთის, თურქეთის, იტალიის, ავსტრიისა და გერმანიის უნივერსიტეტებიდან, რომლებიც ორი დღის განმავლობაში გაეცნობიან100-ზე მეტ ნაშრომსა და სამეცნიერო სტატიას.

საერთაშორისო კონფერენციის გახსნას ესწრებოდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტაციის ხელმძღვანელის მოადგილე მედეა ჯანიაშვილი და საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე.

საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა რუსუდან ქუთათელაძემ გახსნა. მისი თქმით, საერთაშორისო კონფერენციაზე, რომლის ჩატარებაც უკვე ტრადიციად იქცა, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები და დოქტორანტები შეეხებიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშემწყობი ღონისძიებები, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ანალიზი კორუფციის აღქმის ინდექსის გამოყენებით, კლასტერის ფორმირება რეგიონის სოფლის მეურნეობაში, უცხოური ინვესტიციების როლი და მნიშვნელობა თანამედროვე ეტაპზე და სხვ.

„კონფერნციის ფარგლებში ასევე დაგეგმილია რამდენიმე აქტუალური თემის განხილვაც. მათ შორის: მენეჯმენტისა და მარკეტინგის განვითარების თანამედროვე ტენდენციები, საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის აქტუალური პრობლემები, გამოწვევები საჯარო და ელექტრონული მმართველობაში, აგრობიზნესის და სტატისტიკის განვითარების ახალი მიდგომები. ცალკე პანელი დაეთმობა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას - ტურიზმს. თემატიკიდან გამომდინარე, დისკუსია გაიმართება ECOMODE-ის, ანუ ეკოინოვაციური ბიზნესმოდელის შესახებაც“, - აღნიშნა რუსუდან ქუთათელაძემ.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა განაცხადა, აღნიშნული კონფერენცია გამოირჩევა სტუმრებისა და თემების სიუხვით. რექტორმა ყურადღება გაამახვილა პროექტზე „ECOMODE“, რომელსაც იტალიის ეროვნული სააგენტო ERASMUS+ და INAP-ი აფინანსებს. მისი თქმით, ECOMODE-ის მიზანია ინოვაციისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, ასევე, სტრატეგიული პარტნიორობა პროფესიული განათლების ასამაღლებლად.

„პროექტის ფარგლებში დაგეგმილია პარტნიორ ქვეყნებში სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის მცირე და საშუალო საწარმოებისათვის ეკოინოვაციური ბიზნეს მოდელების შექმნა და არსებული საუკეთესო პრაქტიკის შეგროვება, რათა შემუშავდეს სასწავლო მეთოდოლოგია და სერტიფიცირების სტანდარტული ფორმა. ECOMODE-ის პროექტის ძირითადი სამიზნე აუდიტორია პროფესიული ორგანიზაციებია, რომლებიც სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის ეკოინოვაციური ბიზნესმოდელის ფარგლებში მენეჯერებს მოამზადებენ“, - განაცხადა არჩილ ფრანგიშვილმა.

კონფერენციის ფარგლებში, სტუ-ის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა ზაარლანდის (გერმანია) ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორ ვილჰელმ ჰაუზერს, განსაკუთრებული ღვაწლისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი გადასცა. კონფერენციის გახსნითი ნაწილის დასრულების შემდეგ კი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბიზნესომბუდსმენის აპარატს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

თემაზე - „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“ პირველი საერთაშორისო კონფერენცია ტექნიკურ უნივერსიტეტში 2017 წელს ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და უცხოეთის 12 უმაღლესი სასწავლებლის 200-ზე მეტმა წარმომადგენელმა. სწორედ პირველი კონფერენციის რეზონანსიდან და თემების აქტუალობიდან გამომდინარე გადაწყდა, რომ ღონისძიება ყოველწლიური ყოფილიყო. უკვე მომდევნო წელს, კონფერენციამ გაცილებით მასშტაბური ხასიათი მიიღო და მას ახალი ქვეყნები და უნივერსიტეტები დაემატა.






კონფერენციის ამსახველი ნიუსები საინფორმაციო  სააგენტოებში  და ონლაინ  გამოცემებში :

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გლობალიზაციისა და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევებზე 2-დღიან კონფერენციას მასპინძლობს

https://www.bpn.ge/article/56363-sakartvelos-teknikuri-universiteti-globalizaciisa-da-biznesis-tanamedrove-gamocvevebze-2-dgian-konperencias-maspinzlobs/

 დღეს საქრთველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივით მე-3 საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“ გაიხსნება

http://guardian.ge/44218-saqarthvelos-teqnikuri-universiteti-globalizaciisa-da-biznesis-thanamedrove-gamotsvevebze-2-dghian-konferencias-maspindzlobs.html?fbclid=IwAR3t8aMjSeD8gJd-uYhWJlOQMIg3-DyWegHyh-eqp1ici2TlkLXz3-IaX7Q

კონფერენციის  მუშაობაში    ტექნიკური უნივერსიტეტის  პროფესორ-მასწავლებლები და  სტუდენტები მონაწილეობენ. ასევე, წელს მონაწილეთა შორის  არიან უცხოეთის რამდენიმე  ქვეყნის, მაშ  შორის უნგრეთის, თურქეთის, იტალიის, ავსტრიისა და გერმანიის  უნივერსიტეტების წარმომადგენლები

http://ghn.ge/news/226704-stu-globalizatsiisa-da-biznesis-tanamedrove-gamotsvevebze-2-dghiani-konferentsias-maspindzlobs

ცალკე პანელი დაეთმობა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას-ტურიზმს.

https://commersant.ge/ge/post/saqartvelos-teqnikuri-universiteti-globalizaciisa-da-biznesis-tanamedrove-gamowvevebze-2-dgiani-konferencias-maspindzlobs

ამ თემაზე პირველი საერთაშორისო კონფერნიცია 2017 წელს ჩატარდა. მასში მონაწილეობდა საქართველოსა და უცხოეთის 12 უმაღლესი სასწავლებლის 200-ზე მეტი წარმომადგენელი. სწორედ პირველი კონფერენციის დიდი რეზონანსიდან და თემების აქტუალობიდან გამომდინარე გადაწყდა, რომ იგი ყოველწლიური ყოფილიყო. უკვე მომდევნო წელს, კონფერენციამ უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღო და მას ახალი ქვეყნები და უნივერსიტეტები დაემატნენ.

http://www.newspress.ge/sazogadoeba/127469-saqarthvelos-teqnikuri-universiteti-globalizaciisa-da-biznesis-thanamedrove-gamotsvevebze-2-dghian-konferencias-maspindzlobs.html

 კონფერენცია ორდღიანია და ხვალ მისი მონაწილეები კახეთის რეგიონს ეწვევიან. https://www.bm.ge/ka/article/teqnikuri-universiteti-globalizaciisa-da-biznesis-tanamedrove-gamowvevebze-konferencias-maspindzlobs-/34319/

 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივით დღეს მე-3 საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნება. http://nsp.ge/14077-saqarthvelos-teqnikuri-universitetis-biznesteqnologiebis-fakultetis-iniciativith-dghes-me-3-saerthashoriso-samecniero-konferencia-gaikhsneba.html

 დღეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივით მე-3 საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“ გაიხსნება http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=99616&fbclid=IwAR0E1bFBDagsn46KFmA2IkGiQ8p2w5Z1zPH2E7lJJ3LQA7z9sdOOFUtn1jc

 კონფერენციის მუშაობაში ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები მონაწილეობენ. ასევე, წელს მონაწილეთა შორის არიან უცხოეთის რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის უნგრეთის, თურქეთის, იტალიის, ავსტრიისა და გერმანიის უნივერსიტეტების წარმომადგენლები. http://qartuliazri.reportiori.ge/inside.php?menuid=164&id=39837&fbclid=IwAR2VYq-74LoxANLyzHRoi0dzsAAWo_9nM9iIz3eRpbumSVqrKRHaTUcjzDk

 კონფერნციის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე მნიშვნელოვანი და აქტუალური თემის განხილვა. მათ შორის: მენეჯმენტისა და მარკეტინგის განვითარების თანამედროვე ტენდენციები, საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის აქტუალური პრობლემები, გამოწვევები საჯარო და ელექტრონული მმართველობაში, აგრობიზნესის და სტატისტიკის განვითარების ახალი მიდგომები და ა.შ. http://exclusivenews.ge/post/139902?fbclid=IwAR0Jwq35KlSjdQLLVbui0xgw4pYsZNkRudS3Q_SIBnQ2AjhVnFIsTwQo2Rg

კონფერენციის ფარგლებში გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტსა და ბიზნესომბუდსმენის აპარატს შორის.

https://1tv.ge/news/saqartvelos-teqnikuri-universiteti-globalizaciisa-da-biznesis-tanamedrove-gamowvevebze-ordghian-konferencias-maspindzlobs/


https://digest.pia.ge/post/263291-teqnikur-universitetsi-saertasoriso-konferencia-globalizacia-da-biznesis-tanamedrove-gamowvevebi-gaixsna?fbclid=IwAR27Z5k4vlwym7tVRCy8NIavB0gwsnWyWbTy2oSt53-WO5ERF5s79UhB-OY

http://medianews.ge/ge/teqnikur-universitetshi-saertashoriso-konferentsia-globalizatsia-da-biznesis-tanamedrove-gamotsvevebi-gaikhsna/59484?fbclid=IwAR3QXGz5MwG7gNhn7Lv34UBCqCTtQ9xBe0DJXq9tAx9LzWFE99N8lNLswr4

http://progressnews.ge/teqnikur-universitetshi-saerthashoriso-konpherentsia-globalizatsia-da-biznesis-thanamedrove-gamotsvevebi-gaimartha/ 

http://kvira.ge/473686?fbclid=IwAR35O6l8Jm_mXX2VkI0bSkA77qAaN2ukKCnBJtsVZbQ-AtWgoWykwInnJl4

https://pia.ge/post/263290-teqnikur-universitetsi-saertasoriso-konferencia-globalizacia-da-biznesis-tanamedrove-gamowvevebi-gaixsna?fbclid=IwAR1RGe5vG3H1KE9WKzj-6WF_RNTvVfv1HNIxcgTZEsgbl1Y7pz69S5BP988

https://www.interpressnews.ge/ka/article/548277-teknikur-universitetshi-saertashoriso-konperencia-globalizacia-da-biznesis-tanamedrove-gamocvevebi-gaixsna/?fbclid=IwAR1t2DYCidfRUc1RhC7KNwYCs--MSY4lyDOY0xwZxQfqI-f_dAJ88hjt1VU