24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

,,ეკვილიბრიუმი"

04/03/2019

,,ეკვილიბრიუმი"



საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საგანმანათლებლო მოძრაობაში „ეკვილიბრიუმი“ ჩაერთო.
ეკვილიბრიუმი — საგანმანათლებლო მოძრაობა, რომელიც დაფუძნებულია 2012 წელს. იდეის ავტორი და ინიციატორია ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე.
საგანმანათლებლო მოძრაობის მიზანია საქართველოში წიგნიერების დონის ამაღლება. ეკვილიბრიუმი გულისხმობს სადისკუსიო სივრცეების შექმნას, რეგიონალური, სასოფლო ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდით შევსებას, სოციალური საწარმოებების შექმნას, საგანმანათლებლო ღონისძებების გამართვას. ბოლო მონაცემებით ორგანიზაციამ, 400-მდე სოფელს გადასცა წიგნები და ქვეყნის გარეთ 15-მდე ბიბლიოთეკაში გახსნა ქართული წიგნის კუთხე.
სწორედ ამ პროექტში ჩაერთო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ინიციატივის ავტორმა ტექნიკური უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ჩხიკვიშვილმა, ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მხარდაჭერით, 2 აპრილს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას, პროექტისთვის „ეკვილიბრიუმი“ რამდენიმე ათეული წიგნი გადასცა საჩუქრად.

მეტი ინფორმაციისათვის გახსენით ბმული:

http://progressnews.ge/modzraoba-ekvilibriums-saqarthvelos-teqnikuri-universiteti-sheuerthda/