24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ბიზნესტექნოლოგიების სტუდენტების საყურადღებოდ !

04/02/2019

ბიზნესტექნოლოგიების სტუდენტების საყურადღებოდ !!!


ტარდება მასტერკლასი თემაზე:
„გაყიდვების კონსულტანტიდან - კომერციულ დირექტორამდე“

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი, როი ჯგუფთან (როი ჯგუფი - ROI Group) ერთად გთავაზობთ 2 საათიან მასტერკლასს თემაზე: გაყიდვების კონსულტანტიდან - კომერციულ დირექტორამდე
დღეს, საქართველოში გაყიდვების მენეჯერი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა. პროფესიონალ გაყიდვების მენეჯერებზე მოთხოვნა დღითი დღე იზრდება. პირველი ნაბიჯების შემდეგ დგება დრო, როცა თითოეულ ადამიანს უჩნდება სურვილი, დაბალი რგოლიდან გადაინაცვლოს შუა და შემდეგ მაღალ რგოლში, როგორც პიროვნული მოტივაციის დაკმაყოფილების გამო, ასევე მაღალი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით.
როგორ დავსაქმდეთ და გადავდგათ პირველი ნაბიჯები კარიერაში?
როგორ შევძლოთ კარიერის მართვა, საცალო გაყიდვების კონსულტანტიდან, კომერციულ დირექტორამდე?

დღის წესრიგი:
  •  რეგისტრაცია;
  •  გაცნობა, წარდგენა, შეხვედრის მიზნის ფორმირება;
  •  პროფესია: გაყიდვების კონსულტანტი (B2C);
  •  პროფესია: საბითუმო გაყიდვების (B2B) მენეჯერი;
  •  პროფესია: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი;
  •  ვინ არის კომერციული დირექტორი? რა არის კომერცია?
  •  რა არის მისი როლი და ამოცანა სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციაში?
  •  რა წამყვანი თვისებები არის საჭირო, პოზიციის სწორად მართვისთვის?
  •  რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გავხდეთ კომერციული დირექტორი?
  •  კითხვა პასუხი / დისკუსია.
  •  შეჯამება.
მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია >>> https://bit.ly/2TGVGFT


ტრენერი: სიმონ ორმოცაძე Simon Ormotsadze |https://www.linkedin.com/in/simon-ormotsadze/
12 წლიანი სამუშაო გამოცდილება პერსონალის განვითარების და ტრენინგების; საცალო, საბითუმო და კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით. 5 წლიანი ტოპ მენეჯერული გამოცდილება გაყიდვების დეპარტამენტის მართვის და კომერციის კუთხით.

• თარიღი: 5 აპრილი
• ხანგრძლივობა: 2 სთ.
• მისამართი: ქ. თბილისი, კოსტავას 77, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული კორპუსი, ცენტრალური ბიბლიოთეკა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარბაზი.
• დასაწყისი 15:00 სთ.
• დასწრება თავისუფალია.