English |
Русский |
დეპარტამენტები
ძებნა |
საიტის რუკა |
კონტაქტი
სტუდენტები „სსე“-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტთან არსებული, საჯარო მოხელეთა კლუბის სტუდენტები ესტუმრნენ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს.
სტუდენტებმა მოინახულეს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში მდებარე ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი, გაეცნენ კომპანიის სტრუქტურასა და მმართველობის სქემას, ჩაუტარდათ მცირე ლექცია ენერგეტიკაზე და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ცდილობს, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას გააცნოს კომპანია, სსე-ში მიმდინარე მასშტაბური პროექტები და დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიები, ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული და ევროპული სტანდარტების შესაბამისი ინფრასტუქტურა და თანამედროვე, ევროპულ სტანდარტებზე მორგებული ეფექტიანი მმართველობის სქემა.