24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

საჯარო ლექცია

03/22/2019

22 მარტს, 15 საათზე, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე, 710ა აუდიტორიაში ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე "ვინ არის კარგი მენეჯერი?"
ვინ არის კარგი მენეჯერი? რა თვისებებს, უნარებს უნდა ფლობდეს ის? რა ქცევას უნდა ახორციელებდეს?
გიფიქრიათ, რომ ადამიანები კი არ გამორბიან ცუდი კომპანიებიდან, არამედ ხშირ შემთხვევაში გაურბიან ,,ცუდ’’ მენეჯერებს?
ნებისმიერი კომპანიის წარმატება კარგ მენეჯერზე დგას, მენეჯერზე, რომელმაც ზუსტად იცის რა საჭიროებები აქვს მის თანამშრომლებს და მის კომპანიას. ზუსტად იცის როგორ იყოს თვითმოტივირებული და ვირუსივით გადადოს სხვებსაც. და მაინც, ვინ არის კარგი მენეჯერი? რა თვისებებს და უნარებს უნდა ფლობდეს ის? რა ქცევას უნდა ახორციელებდეს?
შეხვედრაზე განხილული იქნება შემდეგი თემები:
✔მართვის თანამედროვე მეთოდები;
✔მენეჯერი - როგორც აღმზრდელი;
✔თვითმოტივაცია: რა არის და რატომ გვჭირდება;
✔მენეჯერის ფუნქციები;
✔რა არის და რა შეუძლია მოტივაციას;
✔დადებითი და უარყოფითი უკუკავშირი და მათი საჭიროება;
✔დელეგირების სირთულეები და მათი გადალახვა;
✔ეფექტური კომუნიკაცია თანამშრომლებთან.
შეხვედრის ფასილიტატორი: გიორგი დონაძე, ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტი, ევროსაბჭოს მიერ სერტიფიცირებული ტრენერი.
დასწრება თავისუფალია.