24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ტარდება ტრენინგი

03/14/2019

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს!


2019 წლის 20-24 მაისს (თბილისი/ სამშველდე)YOCOCU ატარებს ტრენინგს თემაზე: "კულტურული მემკვედრეობის დაცვა და მართვა“.
აღნიშნულ სფეროში დაინტერესებულ სტუდენტებისთვის ტრენინგი ჩატარდება საქართველოს უნივერსიტეტში (20/მაისს და 24/მაისს) და საერთაშორისო არქეოლოგიურ ცენტრ სამშვილდეში (21-23 /მაისს).
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: YOCOCU, საქართველოს უნივერსიტეტი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო და იტალიის საელჩო საქართველოში.
2019 YOCOCU კურსი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მართვის შესახებ მიზნად ისახავს საკონსერვაციო ტექნიკისა და მართვის საკითხების დანერგვას არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის, ისტორიის, ხელოვნების ისტორიისა და მასთან დაკავშირებულ სფეროებში.
კურსებზე ასწავლიან იტალიელი ინსტრუქტორები ამ დარგის ქართველი პროფესიონალების მონაწილეობით, რომელთაც აქვთ იტალიაში მუშაობის
წარსული გამოცდილება. YOCOCU იმედს გამოთქვამს, რომ ტრენინგში მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები განსხვავებული დისციპლინებისა და ინსტიტუტებისგან. სამუშაო ენა არის ინგლისური.
კურსის თემები.
1. მემკვიდრეობის მენეჯმენტი მცირე,რეგიონულ უბნებში. განვიხილავთ რეგიონული მუზეუმების შექმნის სტრატეგიებს,ნაკეთობების კონსერვაციისა და მუზეუმის ჩვენების ტექნიკას.
2. შესწავლილი იქნება თიხის ჭურჭლის კონსერვაციის ლაბორატორიული , აგრეთვე, მუზეუმში ხელოვნების ნიმუშების ჩვენების /შენახვის მეთოდები.
3. დელიკატური მასალების in-situ კონსერვაციის ტექნიკა. ჩვენ ვისწავლით "პირველადი დახმარების"ტექნიკას, რაც გულისხმობს დელიკატური მასალების ორგანული და არაორგანული სფეროში დაუყოვნებელ ჩარევას.
4. ბათქაშისა და თიხის კონსერვაცია არქიტექტურაში. შეისწავლება კონკრეტული ტიპის ნაშთების დაცვა საველე და /ან ლაბორატოულ პირობებში, აგრეთვე, ტრანსპორტირების სტრატეგიას.
5. პეტროგრაფია: სამშენებლო მასალებში ქვისა და როკის კულტურული
გარდაქმნის ანალიზი.
სამშვილდეს გეოლოგიური ნიმუშების მაგალითზე ნიმუშების შეგროვების, ანალიზის და კვლევის საფუძველზე მათი წარმოშობის მინერალების დადგენა.
6. მწვანე კონსერვაცია და მწვანე მენეჯმენტი: განხიხული იქნება ხელოვნების ნიმუშების, საზოგადოების, ძეგლების და გარემოს მდგრადი განვითარების სტრატეგიები კულტურული მემკვიდრეობის რესურსების, მათ შორის, ხელოვნების ნიმუშების, ძეგლების, ბუნებრივი რესურსების, ისტორიული და ყოფითი ტრადიციების კონსერვაციის მიზნით.
დამატებითი კითხვები გთხოვთ მიაწოდოთ YOCOCU 2020- ის თავმჯდომარეს, საერთაშორისო არქეოლოგიური ცენტრის კონფერენციის ხელმძღვანელს, დავით ბერიკაშვილს (d.berikashvili@yahoo.com).
შენიშვნა: კურსის მონაწილე სტუდენტები მიიღებენ 50% -იან ფასდაკლებას
თბილისის 2020 წლის კონფერენციის "იოკოსის" კონფერენციაზე მონაწილეობისთვის.
სერტიფიკატი გადაეცემა სტუდენტს, რომელიც დააკმაყოფილებს კურსის გავლისათვის აუცილებელი მოთხოვნის 80%.
კონკურსში მონაწილეობის მიღების სურვილის შემთხვევაში მიმართეთ მენეჯერის სამსახურს (708ა ოთახი)