24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ჩატარდა კონფერენცია

03/12/2019

საქართველოს პარლამენტის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს პარლამენტარიზმი - 100“

საქართველოს პირველი პარლამენტის არჩევის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2019 წლის 9 მარტს ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს პარლამენტარიზმი - 100“.
საქართველო იმ ქვეყნების მცირე გამონაკლისში შედის, რომლებსაც პარლამენტარიზმის დიდი და საინტერესო ისტორია გააჩნიათ. 100 წლის წინ საქართველოს პირველმა პარლამენტმა საფუძველი ჩაუყარა ახალი, დამოუკიდებელი ქვეყნის მშენებლობას. თუმცა ისტორიული ბედუკუღმართობის გამო ამ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციას ხანმოკლე ცხოვრება ეწერა. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის შედეგად მან მუშაობა შეწყვიტა. თუმცა საქართველოს ისტორიაში ის დარჩა, როგორც დემოკრატიულად არჩეული წარმომადგენლობითი ორგანო, რომელმაც ბევრად გაუსწრო იმ დროისთვის ცნობილ არა ერთ პარლამენტს. მარტო ის რად ღირს, რომ პარლამენტის წევრად არჩეული იყვნენ ქალები, მაშინ, როდესაც ბევრ ევროპულ ქვეყანაში ქალებს არა თუ პარლამენტის წევრობა, არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც კი შეზღუდული ჰქონდათ.
კონფერენციის - „საქართველოს პარლამენტარიზმი - 100“ - ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი, საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტი და სამეცნიერო ჟურნალი „ხელისუფლება და საზოგადოება (ისტორია, თეორია, პრაქტიკა)“.
კონფერენციის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 1956 წლის 9 მარტს დაღუპულ პატრიოტთა ხსოვნას. კონფერენციას მიესალმა საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა სიმონ ნოზაძემ, დავით მათიკაშვილმა, თეიმურაზ კოხრეიძემ, ვანო ზარდიაშვილმა, გურიის რეგიონში საქართველოს მთავრობის რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, რომლებმაც მისასალმებელი სიტყვით მიმართეს კონფერენციის მონაწილეებს. პლენარულ სხდომაზე მოხსენებით წარსდგნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები მარიამ ცაცანაშვილი და ანზორ აბრალავა. გაიმართა დისკუსია, რომელსაც უძღვებოდა უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე.
შესვენებაზე კონფერენციის მონაწილეებმა დაათვალიერეს საჯარო მმართველობის ბაკალავრიატის სტუდენტთა მიერ მოწყობილი ფოტოგამოფენა „საქართველოს პარლამენტარიზმი -100“, ნახეს მათ მიერ მომზადებული მოკლე დოკუმენტური ვიდეომატიანე.
გამოფენილი იყო ასევე ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორის, ბესიკ ბარკალაიას ძალიან საინტერესო ფოტონამუშევრები.
გაიმართა სექციური მუშაობა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საჯარო მმართველობის სადოქტორო, სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებმა, საქართველოსა და უკრაინის უმაღლესი სასწავლებლების დოქტორანტებმა.