24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

საქართველოს ტურიზმის განვითარების პროექტი

02/18/2019

საქართველოს ტურიზმის განვითარების პროექტი ესტონეთის მხარდაჭერით (პროექტის კოორდინატორი ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი მარინა მეტრეველი)


2019 წლის 6-12 თებერვალს, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ესტონეთის საერთაშორისო სავაჭრო-სამრეწველო პალატის (ICC Estonia) დაფინანსებით, მისი გენერალური მდივნის დოქტორ Tiit Tammemägi-ის თაოსნობით, პროფესორ Jelena Rootamm-Valter-ისა და პროფესორ მარინა მეტრეველის ხელმძღვანელობით, პროექტის "Supporting business development in Georgian tourism sectorthrough increasing the competence of strategic planning of international fairs funded by Development Program" ფარგლებში, საგამოფენო ცენტრ ExpoGeorgia-ს წარმომადგენლები ეწვივნენ ესტონეთის ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენას - „Tourest 2019“ (8-11 თებერვალი) და გაიარეს ტრეინინგების ციკლი საგამოფენო საქმიანობაში.

ვიზიტის პერიოდში პროფესორმა მარინა მეტრეველმა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და საქართველოს სათვისტომოს წევრებს გააცნო საქართველოს ტურიზმში არსებული გამოწვევები და ქართული ტურისტული პროდუქტი, ხოლო ExpoGeorgia-ს პროდუქტის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო გამრეკელმა კი ისაუბრა საგამოფენი ცენტრის საქმიანობასა და მიღწევებზე.
სარეკლამო-საგამოფენო საქმიანობის ინოვაციური პროექტი ტურიზმში 2017 წლიდან, ევროკავშირის პარტნიორობის ფარგლებში, ხორციელდება. 2017 წელს ტურიზმის ეროვნულმა ასოციაციამ და მისმა წევრმა კომპანიებმა მიიღეს მონაწილეობა საგამოფენო აქტივობებში და ჩაუტარდათ ტრეინინგი, 2018 წელს კი პროექტის ფარგლებში საკუთარი სტენდი წარმოადგინეს ტალინში „Tourest 2018“-ზე. 2019 წელს, ტურიზმის საგამოფენო საქმიანობის განვითარებისათვის, გრძელდება ზემოაღნიშნული პროექტი, რომლის შედეგები წარმოდგენილ იქნება 2019 წლის 3-5 მაისს თბილისში დაგეგმილ გამოფენაზე „CTF“.