24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

შიდა მობილობის და აღდგენის მსურველ სტუდენტთა საყურადღებოდ!

02/15/2019

უნივერსიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის (შიდა მობილობის) და აღდგენის მსურველ სტუდენტთა საყურადღებოდ!


2018-2019 ს.წ. მეორე სემესტრიდან სწავლების ყველა საფეხურზე შიდა მობილობის მსურველებმა, განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია
• პირადობის მოწმობის დედანი და ასლი
• სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) დამოწმებული ბეჭდით
• ჩარიცხვის ბრძანების ასლი, დამოწმებული ბეჭდით
• პირად საქმეში არსსებული ყველა ბრძანების ასლი, დამოწმებული ბეჭდით
• ბუღალტერიიდან (210 ოთახი) ცნობა გადახდის შესახებ

უნდა წარადგინონ 27 თებერვლიდან 4 მარტის ჩათვლით, 10.00 – 16.00 საათამდე, ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა სტუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში.

2018-2019 ს.წ. მეორე სემესტრიდან სწავლების ყველა საფეხურზე აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველებმა, რომლებიც გაირიცხნენ 2010 წლის 4 თებერვლამდე და შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოსვლიდან არ არის გასული 10 წელი, განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია
• პირადობის მოწმობის დედანი და ასლი
• სამხედრო მიწერის მოწმობის დედანი და ასლი (ვაჟებისათვის)
• სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) დამოწმებული ბეჭდით
• ჩარიცხვის ბრძანების ასლი, დამოწმებული ბეჭდით
• გარიცხვის ბრძანების ასლი, დამოწმებული ბეჭდით
ასევე
• საბაკალავრო პროგრამაზე აღდგენის მსურველმა ატესტატის ასლი
• სამაგისტრო პროგრამაზე აღდგენის მსურველმა ბაკალავრის დიპლომის ასლი
• სადოქტორო პროგრამაზე აღდგენის მსურველმა მაგისტრის დიპლომის ასლი

უნდა წარადგინონ 27 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, 10.00 – 16.00 საათამდე, ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა სტუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში.