24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

სასტიპენდიო პროგრამა "სამაგისტრო სტიპენდიები საფრანგეთში 2019-2020"

02/06/2019 ცხადდება კონკურსი სასტიპენდიო პროგრამაზე "სამაგისტრო სტიპენდიები საფრანგეთში 2019-2020".

საფრანგეთის საელჩო საქართველოში, Campus France სააგენტოსთან და საქართველოს მთავრობასთან ერთად ყოველწლიურად საქართველოს 15 მოქალაქეს აფინანსებს სამაგისტრო საფეხურზე სწავლის საფრანგეთში გასაგრძელებლად.

"სამაგისტრო სტიპენდიები 2019-2020" ქართველ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სთავაზობს საფრანგეთში მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად სრული დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას (ფრანგულ ან ინგლისურენოვან პროგრამებზე). პროგრამის გასრულების შემდგომ დიპლომირებული მოქალაქეები დაბრუნდებიან საქართველოში და იმუშავებენ საქართველოში სამი წლის განმავლობაში.

პროგრამით მხარდაჭერილი პრიორიტეტული მიმართულებებია:
სოფლის მეურნეობა
• განათლება
• ინჟინერია
• ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
• სოციალური მეცნიერებები
• ჰუმანიტარული მეცნიერებები
• სამართალი
• არქიტექტურა
• საჯარო მართვა
• მენეჯმენტი
დაინტერესებულ კანდიდატებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ 2019 წლის 28 თებერვლის ჩათვლით, ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

ზოგადად, დეტალური ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამის შესახებ „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2019-2020“ იხილეთ ვებგვერდზე, სადაც წარმოდგენილია სრული ინფორმაცია მოთხოვნილ დოკუმენტებსა და სააპლიკაციო განაცხადის წარდგენის პროცედურებზე.