24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

მივლინების ანგარიში

02/05/2019

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტის ასისტენტის ლევან კერესელიძის მივლინების ანგარიში


2019 წლის 22-26 იანვარს ქ. ბრნოში (ჩეხეთი), მასარიკის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ადმინისტრირების ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ 23-ე საერთაშორისო კონფერენციაში ,,მიმდინარე ტენდენციები საჯარო სექტორის კვლევაში’’ მონაწილეობა მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტის ასისტენტმა ლევან კერესელიძემ. მან წარადგინა ნაშრომი ,,მუნიციპალიტეტის პროგრამული ბიუჯეტის დაგეგმვის აქტუალური საკითხები (თბილისის მუნიციპალიტეტის მაგალითზე)’’. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა ინტერესი გამოხატეს საქართველოს მიმართ. გაიმართა მსჯელობა საჯარო სექტორში საქართველოს გამოცდილების და არსებული მიმდინარე ტენდენციების შესახებ. კონფერენციის დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცა შესაბამისი სერთიფიკატი. საკონფერენციო ნაშრომი დაიბეჭდება საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში.