24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

შეხვედრა ახალგაზრდა ევროპელ ელჩებთან

01/30/2019

შეხვედრა ახალგაზრდა ევროპელ ელჩებთან

31 იანვარს, 15:00 საათზე, ბიზნესის და სამართლის ინსტიტუტის ინიციატივით, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე გაიმართება სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებლების შეხვედრა ახალგაზრდა ევროპელ ელჩებთან.

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ისაუბრებენ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ ახალგაზრდულ შესაძლებლობებზე. ისინი ასევე წარადგენენ "ახალგაზრდა ევროპელი ელჩების" ინიციატივას და თუ როგორ შეიძლება დაინტერესებული ახალგაზრდა ჩაერთოს "ახალგაზრდა ევროპელი მეზობლების" ქსელსა და ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივაში.

შეხვედრაზე, ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ასევე ისაუბრებენ ევროკავშირის მიერ მისი აღმოსავლეთ მეზობლების მხარდაჭერაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივასა და მისი მეათე საიუბილეო წლისადმი ბრიუსელში დაგეგმილ ღონისძიებაზე, მათ ჩართულობაზე, როლსა და მნიშვნელობაზე.

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივა ევროკავშირის შესახებ საერთო იდეებისა და ინფორმაციის გაცვლის გაადვილებას ისახავს მიზნად. გაიცანით ახალგაზრდა ევროპელი ელჩები საქართველოდან: http://bit.ly/YEAs-Georgia

შეხვედრა გაიმართება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე. VI კორპუსი, VII სართული, 710ა აუდიტორია .

დასწრება თავისუფალია!