24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

საერთაშორისო სემინარ-ტრენინგი

11/22/2018

საერთაშორისო სემინარ-ტრენინგი


2018 წლის 22-23 ნოემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტარდება საერთაშორისო სემინარ-ტრენინგი „ციფრული ტექნოლოგიები და უმაღლესი განათლების ტრანსფორმაცია“.
სემინარ-ტრენინგი იმართება იუნესკოს ინსტიტუტის - ინფორმაციული ტექნოლოგიები საგანმანათლებლო სივრცეში The (UNESCO IITE) - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტთან (RIPA)პარტნიორობით.
დღევანდელ დღეს ღონისძიება გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში - ზურაბ გასიტაშვილმა, სტუმრებს მიესალმა იუნესკოს საქართველოს ეროვნული კომისიის წარმომადგენელი, სტუ-ის ექს რექტორი - გოჩა ჩოგოვაძე.
პლენარულ სხდომაზე მოდერატორია - ტატიანა მუროვანა - იუნესკოს განათლებაში საინფორმაციო ტექნოლოგიების ინსტიტუტი, ციფრული პედაგოგიკის სპეციალისტი (UNESCO Institute for Information Technologies in Education), გამომსვლელები - დოქტორი სანგ-ბეკ(კრის) კან - კორეის გლობალური თანამშრომლობის ინსტიტუტის (Local Information Research and Development Institute) დირექტორი, ალექსანდრე ფადეევი - ტომსკის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, ლევან იმნაიშვილი - სტუ-ის კომპიტერული ტექნოლოგიების აკადემოური დეპარტამენტის უფროსი.

დღესვე გაიმართება - მრგვალი მაგიდა „ციფრული ტრანსფორმაციის ტენდენციები უმაღლეს განათლებაში“ - მოდერატორი ალექსანდრე ფადეევი - ტომსკის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი და სემინარი - „ციფრული უნარები, მედია და საინფორმაციო ლიტერატურა“ - ფასილიტატორი - ტატიანა მუროვანა - იუნესკოს განათლებაში საინფორმაციო ტექნოლოგიების ინსტიტუტი, ციფრული პედაგოგიკის სპეციალისტი.


სემინარ-ტრენინგი მუშაობას გააგრძელებს 23 ნოემბერს.