24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

მივლინების ანგარიში

11/22/2018

სტუ–ს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პროფ. გ.იაშვილის
იტალიის ქ.რომში მივლინების ანგარიში

მოგახსენებთ, რომ ჩემმა დოქტორანტმა ვეფხვია გრიგალაშვილმა ჩვენს მიერ სტუ–ს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მართველობის და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტში დამუშავებული და რუსთაველის გრანტზე წარდგენილი მასალების საფუძველზე 2018 წელს მოიგო რუსთაველის გრანტი 50 000 ლარის ფარგლებში. რუსთაველის გრანტის მოთხოვნის შესაბამისად ამ დროისათვის მიღებული შედეგების საფუძველზე ჩვენს მიერ მომზადდა სტატია „კარგი მმართველობის კრიტერიუმები საქართველოს თავდაცვის სექტორში: სტანდარტები და პრინციპები,“ რომელიც წარდგენილი იქნა მეცნიერების, ინჟინერინგის და ტექნოლოგიების მსოფლიო აკადემიის (WASET) საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტზე, რომელთა მიერ მიწვეული ვიყავით კონფერენციის მონაწილის რანგში ICJPAG 2018-ზე; მართლმსაჯულების, საჯარო ადმინისტრირებისა და მმართველობის მე-20 საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ჩატარდა რომში, იტალიაში, 2018 წლის 12-13 ნოემბერს.

კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი

სიტყვიერი მოხსენება (პრეზენტაციის თანხლებით).

პლენარული მომხსენებელი.

მოხსენება 10 წთ, დისკუსია.

მოხსენების სახელწოდება

კარგი მმართველობის კრიტერიუმები საქართველოს თავდაცვის სექტორში: სტანდარტები და პრინციპები.

დიზაინი და მეთოდოლოგია

კვლევის დროს გამოყენებული იყო ჰოლისტიკური, სისტემური და შედარებითი კვლევის მეთოდები.

კვლევის მიმართულება - ეროვნულ მოდელში არსებული სისტემურ / ინსტიტუციური ნაკლოვანებების, აგრეთვე კარგი მმართველობის ცალკეული ელემენტების იდენტიციცირება, რომლებიც საჭიროებენ შედგომ განვითარებას და ჰარმონიზაციას საერთაშორისო დონეზე აღიარებულ კარგი მმართველობის პრინციპებთან (შესადარებელ მოდელად გამოყენებული იქნა ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამის ფარგლებში (სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის), აგრეთვე ბალტიის ქვეყნების მოდელის შეფასებისას ჩამოყალიბებული პრინციპები / სტანდარტები). გარდა ამისა, კარგი მმართველობის ეროვნული მოდელის ხარისხობრივი შეფასებისათვის დავეყრდენი Transperancy International Government Defense Anti-corruption Index-ს, NATO Building Intregrity Program Report-ს, World Justice Project Open Government Index-ს, UN E-Government Knowledgebase-ს და Worldbank Worlwide Government Indicators-ს.

 კვლევის ფოკუსი - კარგი მმართველობის ნორმატიული უზრუნველყოფა; კარგი მმართველობის თვისობრივი / ხარისხობრივი რეალიზება.

მოხსენების თემატიკა

საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების წინაშე სამსჯელოდ იქნეს გატანილი შემდეგი საკითხები:


  • კარგი მმართველობის კონცეპტუალური ხედვა ეროვნულ დონეზე;

  • საპარლამენტო ზედამხედველობა;

  • ანტიკორუფციული პოლიტიკა და ინტერესთა კონფლიქტი;

  • ღიაობა და ანგარიშვალდებულება;

  • შემუშავებული რეკომენდაციები.

მოხსენების დროს განსაკუთრებული ყურადღება იქნა გამახვილებული კარგი მმართველობის იმ ელემენტებზე, რომლებიც საჭიროებენ შემდგომ განვითარებას და ჰარმონიზაციას.

მოხსენების ანოტაცია

გაცნობითი სიტყვა

საკითხის აქტუალურობა - აღვნიშნე, რომ კარგი მმართველობის პრინციპების რეალიზება მიმდინარე პროცესია, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს მართვის ეროვნული კონცეფციის არსებით შემადგენელ ნაწილს. გარდა ამისა, კარგი მმართველობის  აქტუალურობას განპირობებს ქვეყნის ევრო-ატლანტიკური საგარეო კურსი (განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილე ნატოსთან თანამშრომლობის ინსტრუმენტებზე, აგრეთვე ასოცირების ხელშეკრულებაზე), აგრეთვე ქვეყნის მიერ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ნაკისრი პოლიტიკურ-სამართლებრივი ვალდებულებები - ეროვნულ დონეზე დანერგოს და განავითაროს კარგი მმართველობის მეთოდი;

კარგი მმართველობის კონცეპტუალური ხედვა - გავაცანი კვლევის შედეგები. აღვნიშნე, რომ, მართალია, ეროვნულ სამართლებრივ სირცეში არ არსებობს კარგი მმართველობის ნორმატიული განმარტება, თუმცა, ქვეყნის მიერ კარგი მმართველობის კონცეპტუალური აღქმა ეფუძნება საერთაშორისო დონეზე ჩამოყალიბებულ ღირებულებით საწყისებს, რომელიც კარგი მმართველობის ტექნიკურ,  სოციალ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ განზომილებთან  ერთად აერთიანებს შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული სამოქალაქო კონტროლის კონცეფციას;

საპარლამენტო ზედამხედველობა - გავაცანი კვლევის შედეგები, მათ შორის, პარლამენტის საზედამხედველო უფლებამოსილებაში არსებული ე.წ ‘გეპეპად’ დაიდენტიფიცირებული შემდეგი ძირითადი მიგნებები: პარლამენტის უფლებამოსილების მიღმა რჩება შეიარაღებული ძალების სტრუქტურის განსაზღვრა,  უმაღლეს სამხედრო თანამდებობებზე ცალკეულ პირთა დანიშვნის მიზანშეწონილობაზე, აგრეთვე მის სტრუქტურულ ორგანიზაციაზე მსჯელობა, თავდაცვის სექტორში სახელწიფო შესყიდვების, ქონების პრივატიზების, ასევე შეიარაღების ტრანსფერზე გადაწყვეტილების მიღება და მისი კონტროლი; პარლამენტს არ აქვს გამოცხადებული საომარი და საგანგებო მდგომარეობის გაუქმების ინიცირების უფლებამოსილება;

შეთავაზებული რეკომენდაციები:

  • ქვეყნის საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადასვლასთან ერთად, მიზანშეწონილია, გაფართოვდეს პარლამენტის საზედამხედველო უფლებამოსილების ფარგლები შეიარაღებული ძალების სტრუქტურულ ორგანიზაციასთან, სტრატეგიული საკადრო, თავდაცვის სექტორში სახელმწიფო შესყიდვებთან, ქონების პრივატიზებასთან და  შეიარაღების ტრანსფერთან დაკავშირებით;

  • ეროვნული თავდაცვის ფუნქციის ეფექტურად რეალიზებისათვის, მიზანშეწონილია, პარლამენტს მიენიჭოს გამოცხადებული საომარი და საგანგებო მდგომარეობის გაუქების თაობაზე მთავრობის წინაშე წარდგინების უფლებამოსილება;

ანტიკორუფციული პოლიტიკა, ინტერესთა კონფლიქტი, ღიაობა, ანგარიშვალდებულება - გავაცანი კვლევის შედეგები, მათ შორის, ე.წ ‘გეპეპად’ დაიდენტიფიცირებული შემდეგი ძირითადი მიგნებები: ქვეყნის ანტიკორუფციულ, აგრეთვე ღიაობის პოლიტიკაში უარყოფით გავლენას ახდენს სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის მოცულობა, ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარანტთა ვიწრო წრე; პარლამენტისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება სუსტია, ანგარიშვალდებულება არის უფრო ნებელობითი, ვიდრე კანონისმიერი ვალდებულება, გარდა ზოგიერთი გამონაკლისისა;  თავდაცვის სექტორში შესამუშავებელია მხილების სპეციალიზებული მექანიზმები.

შეთავაზებული რეკომენდაციები:

ანტიკორუფციული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, მიზანშეწონილია:

  • გადაიხედოს სახელმწიფო საიდუმლებას მიკუთვნებული ინფორმაციის მოცულობა;

  • გაფართოვდეს საჯარო ფუნქციის განმახორციელებელ იმ პირთა წრე, რომელთა კანონისმიერ ვალდებულებაში შევა მათი ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობის საჯაროდ დეკლარირება;

  • უკანონო გამდიდრების პრევენციის მიზნით, მიზანშეწონილია, რომ დეკლარირების დროს თანამდებობის პირს დაეკისროს ქონების შესაძენად, შესაქმნელად, გასაუმჯობესებლად საჭირო რესურსის წარმომავლობის დასაბუთება, აგრეთვე ამ ქონებაზე გადახდილი ქონების გადასახადის დეკლარირება;

  • შემუშავდეს მხილების სპეციალიზებული ინსტიტუტი თავდაცვის სექტორში;

  • შემუშავდეს პარლამენტისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების რეგლამენტირებული მექანიზმი;

  • სახელმწიფომ მოხდინოს კორუფციის პრევენციის ცალკეული მექანიზმის პოპულარიზაცია, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი კონტროლის ხარისხის გაზრდას.

დისკუსიის ანოტაცია

მოხსენების დასრულების შემდგომ, 5 წუთი დაეთმო კითხვა-პასუხის რეჟმს.  

დამსწრე საზოგადოების კითხვები ძირითადად შეეხებოდა  თანამდებობის პირთა ქონებრივი და ფინანსური მდგომარეობის დეკლარირების სისტემას, აგრეთვე ანტიკორუფციულ  მექანიზმებს.

საიდუმლო ინფორმაციის მოცულობის შემცირებასთან დაკავშირებით საკუთარი ქვეყნის გამოცდილება გაგვაცნო ჩეხეთის წარმომადგენელმა. მისი განმარტებით, საიდუმლო ინფორმაციის ოპტიმიზება საქართველოს გარდაუვალად მოუწევს, რადგან ეს უკანასკნელი  ევროკავშირისა და ნატოს ღირებულებითი მოთხოვნებია.

ინფორმაციის საჯაროდ ხელმისაწვდომობის სფეროში საქართველოს მიერ გატარებული რეფორმების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს კარაჩის უნივერსიტეტის (პაკისტანი) წარმომადგენლებმა.