24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

მივლინების ანგარიში

11/15/2018

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორების რუსუდან ქუთათელაძის და ნინო ფაილოძის მივლინების ანგარიში


2018 წლის 03-04 ნოემბერს ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო ასოციაციის - ANISSH - Akademika Nusa Internasional (Association of Social Sciences and Humanities) ორგანიზებით გაიმართა 23-ე საერთაშორისო კონფერენცია „მულტიდისციპლინარული ტენდენციები სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნესის კვლევებში“ - (MTSBR-NOV -2018), რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორებმა რუსუდან ქუთათელაძემ და ნინო ფაილოძემ. კონფერენციაზე წარდგენილი იყო მოხსენება „ბუღალტრული აღრიცხვისა და კონტროლის მეთოდიკის სრულყოფის საკითხები საქართველოში“. წარმოდგენილი ნაშრომი გამოქვეყნდება სამეცნიერო ჟურნალში, რომელიც ჩართული იქნება SCOPUS–ის მონაცემთა ბაზაში.
პროფესორებმა რუსუდან ქუთათელაძემ და ნინო ფაილოძემ ასევე მონაწილეობა მიიღეს 2018 წლის 05-08 ნოემბერს ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში გამართულ ბუღალტერთა მე-20 მსოფლიო კონგრესზე (WCOA 2018). საქართველოს დელეგაციაში იყო საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის (ბაფ) ნამდვილი წევრი, ,,ბაფ"-ის გამგეობის თავჯდომარე რუსუდან ჟორჟოლიანი და აუდიტორი გიორგი ნიქაბაძე. ბუღალტერთა მე-20 მსოფლიო კონგრესი (WCOA 2018) იყო ყველაზე უდიდესი დღემდე ჩატარებულ ბუღალტერთა მსოფლიო კონგრესებს შორის, სადაც 130-ზე მეტი ქვეყნის 6 000-ზე მეტმა დელეგატმა მიიღო მონაწილეობა.
ბუღალტერთა მე-20 მსოფლიო კონგრესზე აღინიშნა ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) - ის მე-40 წლისთავი. მოხდა წარსულზე გადახედვა, აწმყოსა და სამომავლო პერსპექტივებზე საუბარი, როგორც ბუღალტერთა უმაღლეს გლობალურ ორგანოზე. კონგრესი მიმდინარეობდა 4 დღის განმავლობაში, რომლის ძირითადი თემები იყო ნდობა, ეთიკა, მრავალფეროვნება, მდგრადობა და ახალი ტექნოლოგიები. მოვუსმინეთ მსოფლიოში უდიდეს ლიდერებს ფინანსების, საჯარო პოლიტიკის, საბუღალტრო და ბიზნესის მართვის სფეროებიდან. 100-ზე მეტი მომხსენებელი მოიცავდა ათეულობით თემას, როგორებიცაა თანამედროვე ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, ახალი ნიჭის მოზიდვა, გლობალიზაცია, მდგრადობა და გარემოს დაბინძურება.
ჩატარდა ვორქშოპები, სადაც იყო სიღრმისეული საუბრები ჩვენი ინდუსტრიის მომავლის შესახებ. შერჩეული იყო ისეთი თემები, როგორიცაა ინოვაცია, ბიზნესის ტრანსფორმაცია, თუ როგორ ვხედავთ ჩვენ მას მომავალში. ასევე ჩატარდა მასტერ კლასები "MC" შემდეგი თემატიკით: ფინანსური მოდელირება, ძალაუფლება ძალაუფლებისთვის, რჩევები და ხრიკები Excel-ში ფინანსური ანგარიშგების შესადგენად.
ღონისძიებაში მონაწილეობა, ეს იყო უდიდესი შესაძლებლობა, გავცნობოდით ბიზნესის, მენეჯმენტის, აუდიტის, ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსური ანგარიშგების სფეროში დაგროვილ გამოცდილებას და განვითარების პერსპექტივებს.