24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

საერთაშორისო სემინარ-ტრენინგი

11/02/2018

საერთაშორისო სემინარ-ტრენინგი

”ციფრული ტექნოლოგიები და უმაღლესი განათლების ტრანსფორმაცია”

2018 წლის 22-23 ნოემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდება საერთაშორისო სემინარ-ტრენინგი ”ციფრული ტექნოლოგიები და უმაღლესი განათლების ტრანსფორმაცია”
საერთაშორისო სემინარ-ტრენინგი იმართება იუნესკოს ინსტიტუტის - ინფორმაციული ტექნოლოგიები საგანმანათლებლო სივრცეში The (UNESCO IITE) - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტთან პარტნიორობით.
ორგანიზატორია - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი;
ინიციატორია სტუ ბიზნესტქნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტი;
სემინარის მიზანია ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების გზით ხელი შეუწყოს მონაწილე უნივერსიტეტების პროფესორ-მსწავლებელთა და ხელმძღვანელ პირთა შესაძლებლობების გაფართოებას უმაღლესი სასწავლებლის საქმიანობის ხარისხის ეფექტურობის გაზრდაში.
სემინარის პროგრამა ითვალისწინებს შემდეგ თემებს:
•   თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემების ტრანსფორმაცია;
•   ციფრული ტექნოლოგიები უმაღლეს განათლებაში;
• ელექტრონული სწავლება და ღია საგანმანათლებლო რესურსები, როგორც უნივერსიტეტის განვითარების ინსტრუმენტი;
• ციფრული საგანმანათლებლო რესურსების შემუშავება და დანერგვა, ინტელექტუალური საკუთრება და ღია ლიცენზიები;
•    ციფრული უნარ-ჩვევები და მედია-ინფორმაციული წიგნიერება

სემინარზე მოწვეულნი არიან:
დოქტორი სანგ-ბეკ(კრის) კან - კორეის გლობალური თანამშრომლობის ინსტიტუტის (Local Information Research and Development Institute) დირექტორი;
დოქტორი მარკ ბრაუნი - დუბლინის საქალაქო უნივერსიტიეტის ციფრული სწავლების ნაციონალური ინსტიტუტის დირექტორი (Dublin City University).
ნატალია დნეპროპეტროვსკაია - რუსეთის ეკონომიკური უნივერსიტეტის ინფორმაციული სისტემების მართვის კათედრის დოცენტი
ტატიანა მუროვანა - ციფრული პედაგოგიკის სპეციალისტი (UNESCO Institute for Information Technologies in Education)


სემინარის გავლის შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.
მონაწილეობის მისაღებად აუცილებებლია გაიაროთ რეგისტრაცია 9 ნოემბრამდე, მისამართზე:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdJYK6DoxRLUu88HmJqQP3hFzX4qFgJGuxyxOInDLs_oCbQrQ/viewform

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:
მარიამ ცაცანაშვილი - 599 701155 (საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტი)