24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

პროფესორ რუდიგერ ანდრესენის საჯარო ლექცია

10/25/2018

საჯარო ლექცია

ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორმა, რუდიგერ ანდრესენმა 25 ოქტომბერს, 12 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე – „ოპერატიული და სტრატეგიული კონტროლი ორგანიზაციებში“.
ლექციას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტები, ასევე ამავე ფაკულტეტის პროფესორ–მასწავლებლები.
საჯარო ლექციამ დიდი ინტერესი გამოიწვია. პროფესორმა ანდრესენმა პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ თანამედროვე სწრაფად ცვალებად სამყაროში ძალზე აქტუალურია მენეჯერების მიერ ახლებური კონტროლის უზრუნველყოფა და გააანალიზა ოპერატიული და სტრატეგიული კონტროლის აქტუალური საკითხები თანამედროვე ორგანიზაციებში.
ლექციის ბოლოს პროფესორმა ანდრესენმა უპასუხა დასმულ შეკითხვებს, რომლებიც შეეხებოდა გერმანული ფირმების გამოცდილებას, გერმანიისა და საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს, ასევე საქართველოს პერსპექტივებს
ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით.